ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერპოლმა "ნისანის" ყოფილი თავმჯდომარის დაკავების ბრძანება გასცა


იაპონიაში, იაპონური ავტომწარმოებლის, "ნისანის" საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, კარლოს გოსნის წინააღმდეგ გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გადავიდა. პარალელურად კი საერთაშორისო პოლიცია "ინტერპოლმა" მისი დაკავების ბრძანება გადასცა ლიბანის ოფიციალურ პირებს.

გოსნიმ იაპონია სასამართლო მოსმენამდე დატოვა და ლიბანში გადავიდა. მის წინააღმდეგ საქმე ფინანსური დარღვევების გამოა აღძრული.

ხუთშაბათს, იაპონურმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ ჩხრეკენ გამომძიებლები გოსნის სახლს ტოკიოში.

ლიბანში აცხადებენ, რომ გოსნიმ ქვეყნის საზღვარი კანონიერად გადაკვეთა ფრანგული პასპორტით და არ არსებობდა არავითარი საბაბი, რომ ის დაეკავებინათ.

გოსნის ადვოკატმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია მისი კლიენტის გაქცევის შესახებ. გოსნის საფრანგეთის, ლიბანისა და ბრაზილიის მოქალაქეობა აქვს. ის ბრალდებებს უარყოფს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG