ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნისანის" აქციონერებმა მმართველი საბჭოს თავმჯდომარე დაითხოვეს


იაპონურმა ავტომწარმოებელმა „ნისანმა“ კომპანიის მმართველთა საბჭოდან ყოფილი თავმჯდომარე კარლოს გოსნი და კიდევ ერთი თანამდებობის პირი, ამერიკელი გრეგ კელი დაითხოვა. მათ ფინანსური დარღვევების გამო რამდენიმე ბრალდება აქვთ წაყენებული.

ორშაბათს, ტოკიოს სასტუმროში გამართული, სამსაათიანი საგანგებო კრების შემდეგ, „ნისანის“ აქციონერებმა ეს ნაბიჯი მოიწონეს. გოსნი და კელი მათ წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს უარყოფენ.

კენჭისყრის წინ, მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა ჰიროტო საიკავამ და „ნისან მოტორ კომპანის“ სხვა ხელმძღვანელებმა კრებაზე დამსწრე აქციონერების წინაშე თავი დაბლა დახარეს და ბოდიში მოიხადეს.

აქციონერებმა ასევე გოსნის შემცვლელის დანიშვნაც დაამტკიცეს. ყოფილ თავმჯდომარეს ფრანგული პარტნიორის, „რენოს“ თავმჯდომარეჟან-დომინიკ სენარდი ჩაანაცვლებს. „რენო“ „ნისანის აქციების 43 პროცენტს ფლობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG