ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განხეთქილება საფრანგეთს და იტალიას შორის


საფრანგეთის საელჩო იტალიაში
საფრანგეთის საელჩო იტალიაში

საფრანგეთმა იტალიიდან ელჩი ბოლოს 1940 წელს გამოიწვია, როცა ბენიტო მუსოლინიმ გამოიყენა გერმანიის საფრანგეთში შესვლის ფაქტი და მის ჩრდილოელ მეზობელს ომი გამოუცხადა. ევროპის კავშირის დამფუძნებელთა შორის ორ მნიშვნელოვან სახელმწიფოს შორის ურთიერთობა თითქმის 8 ათეული წლის შემდეგ, ისევ გამწვავდა.

ხუთშაბათს, 7 თებერვალს, საფრანგეთმა იტალიიდან საკუთარი ელჩი ისევ გაიწვია. ოფიციალური პარიზის განცხადების მიხედვით, ამ "უპრეცედენტო" მოვლენის მიზეზი იტალიის პოლიტიკური ლიდერების "უსაფუძვლო შეტევები და გაუგებარი ბრალდებებია". ფრანგებმა იტალიელ ლიდერებს მოუწოდეს, ორ ქვეყანას შორის ისევ მეგობრულ ურთიერთობებს დაუბრუნდნენ.

იტალიასთან დიპლომატიურ ურთიერთობაში ბზარის გაღრმავება მას შემდეგ მოხდა, რაც 5 თებერვალს, იტალიის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ლუიჯი დი-მაიო ფრანგ დემონსტრანტებს, ე.წ. ყვითელჟილეტიანებს შეხვდა და გაესაუბრა. საფრანგეთმა დი-მაიო გააფრთხილა, არ ჩარეულიყო ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში.

მაგრამ, ურთიერთობა უფრო ადრე, რამდენიმე თვის წინ დაიძაბა, 2018 წლის ივნისში, როცა იტალიის პოპულისტურმა ხუთი ვარსკვლავის მოძრაობამ და მემარჯვენე ფრთის ლიგამ კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბეს. მას შემდეგ პარიზს და რომს შორის სხვადასხვა საკითხებზე უთანხმოება გრძელდებოდა, განსაკუთრებით - იმიგრაციის პრობლემებზე. ლუჯი დი-მაიო აცხადებს, რომ საფრანგეთი აფრიკული ქვეყნების ეკონომიკური სიტუაციით მანიპულაციას ცდილობს და ამ ქვეყნებში სიღარიბის და მიგრაციის გამომწვევია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG