ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთმა ირანის დაზვერვის აქტივები გაყინა


ირანის საელჩო საფრანგეთში

საფრანგეთმა ირანის დაზვერვის სამსახურის ორი მაღალჩინოსნის აქტივები გაყინა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ივნისში გამოვლენილი, სავარაუდო, აფეთქების შეთქმულებაზე საპასუხო ნაბიჯი იყო.

საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, ასევე გაყინეს ირანის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამინისტროს ანგარიშები.

ქვეყნის საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ პარიზის ეს ნაბიჯი იმას ასახავს, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამს საფრანგეთის მთავრობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

აქტივების გაყინვა ირანსა და საფრანგეთს შორის ისედაც მყიფე ურთიერთობის დაძაბვის რისკს ქმნის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG