ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიამ და ჩინეთმა ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პაქტს მოაწერეს ხელი


იტალიამ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლითაც მხარს უჭერს პეკინის “სახმელეთო და საზღვაო გზის” ინიციატივას. პეკინის ინციატივა მიმართულია იმისკენ, რომ შეიქმნას ნავსადგურების, ხიდების და ელექტროსადგურების ქსელი, რომელიც ჩინეთს აფრიკასთან, ევროპასთან და სხვა ადგილებთან დააკავშირებს.

ორივე ქვეყნის მთავრობის წევრების მიერ მემორანდუმის 29 ცალკე სექტორზე ხელმოწერის შემდეგ, შაბათს, რომში გამართული ცერემონიის დროს, პრემიერმა ჯუზეპე კონტიმ და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძი პინმა ერთმანეთს ხელი საზეიმოდ ჩამოართვეს.

ამ მემორანდუმით, წამყვანი 7 ეკონომიკის ჯგუფის წევრებიდან, რომელშიც შეერთებული შტატები შედის, იტალია პირველი იქნება, რომელიც ჩინეთის ამ ინიციატივას შეუერთდება. დეკემბერში ინიციატივას მხარი პორტუგალიამ დაუჭირა.

იტალიის ჩართულობა, ჩინეთს დასავლეთ ევროპაში შესვლის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საშუალებას და ვაშინგტონთან ეკონომიკურ დაპირისპირებაში სიმბოლურ მხარდაჭერას აძლევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG