ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

5 დაღუპული და 2 დაშავებული - ისრაელსა და პალესტინელებს შორის შეტაკებები მოხდა


ისერაელის სამხედროებსა და პალესტინელ მებრძოლებს შორის შეტაკებები დასავლეთ სანაპიროზე მაშინ მოხდა, როცა ისრაელის სამხედროები რეიდს ახორციელებდნენ.

ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რეიდები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მათ პალესტინელი მებრძოლების რაოდენობის ზრდა შენიშნეს და მიიღეს მუქარის შემცველი შეტყობინებები. თავდაცვის სამინისტრო ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის სამხედროებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც მათზე თავდასხმა მოხდა.

ოფიციალური ცნობებით, რეიდების დროს დაიღუპა 5 პალესტინელი მებრძოლი, მძიმედ დაშავდა ისრაელის 2 ჯარისკაცი.

მას შემდეგ, რაც 2021 წლის მაისში რეგიონში საომარი დაპირისპირება განიმუხტა, ეს ყველაზე მასშტაბური შეტაკება იყო. ისრაელის ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა თავდაცვის სამინისტროს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა გამოუცხადა. ბენეტის განმარტებით ისარელმა დროული რეაგირება მოახდინა მოსალოდნელ საფრთხეზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG