ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი რომში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იეირ ლაპიდი კვირას რომში შეხვდნენ იმ დროს, როდესაც მათი ახალი მთავრობები გეგმავენ უკან მოიტოვონ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და ყოფილ პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს ეპოქა, რომელთა ახლო მოკავშირეობამ ორივე ქვეყანაში პარტიული დაყოფა გაამწვავა.

ახლა, როდესაც ტრამპი ჩამოშორებულია და ნეთანიაჰუ ოპოზიციას ხელმძღვანელობს, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ყურადღებას პრაგმატულ დიპლომატიაზე ამახვილებენ და არა დრამატულ ინიციატივებზე, რასაც შინ ოპოზიციის გაღვივების, ან სხვა პრიორიტეტებისგან ყურადღების გადატანის რისკი ახლდა.

რომის სასტუმროში შეხვედრისას, ლაპიდმა ბლინკენს უთხრა: “გასულ რამდენიმე წელიწადში შეცდომები იქნა დაშვებული, ისრაელის ორპარტიულ პოზიციას ზიანი მიადგა. ჩვენ იმ შეცდომებს ერთად გამოვასწორებთ.”

ბლინკენმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მთავრობა ახალია, “საფუძველი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის მტკიცე პარტნიორობა, ურთიერთობა და მეგობრობა.”

ისრაელის ახალ სამთავრობო კოალიციას ბევრი არაფერი საერთო, გარდა სურვილისა, რომ ნეთანიაჰუ წავიდეს. ის რვა პარტიისგან შედგება და ყოველ მათგანს ვეტოს უფლება აქვს. ერთი პარტიაც რომ განუდგეს, ისრაელის მთავრობა ჩამოშლის სერიოზული რისკის წინაშე აღმოჩნდება, ნეთანიაჰუ კი იქვეა და ამას ელოდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG