ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუს წარუმატებელი ვიზიტი მოსკოვში


ვლადიმერ პუტინი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ისრაელის პოზიციას არ იზიარებს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:25 0:00
ბმული

ისრაელმა შეშფოთება გამოხატა ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ირანის საკითხთან დაკავშირებით, სადაც გაირკვა რომ შეიძლება ირანს ბირთვული იარაღის განვითარების შესაძლებლობა შეუნარჩუნდეს. ამ კვირაში ისრაელმა რუსეთს მიმართა, რომელიც ირანის ერთადერთი მეზობელია, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს. ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან მოგვითხრობს.

ისრაელის პერმიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოსკოვი ისე დატოვა, რომ ბოლო წუთამდე ეცადა, დაერწმუნებინა პუტინი არ დაეჭირა მხარი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის, რომელიც ჟენევაში იმართება.

მოსკოვში გამართული ოთხსაათიანი საუბრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა პრესასთან განცხადება გააკეთა.

ვლადიმერ პუტინი: რუსეთს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ოპტიმისტური ხედვა აქვს.

ისრაელის ლიდერი მოსკოვში სერიოზული წინააღმდეგობების წინაშე აღმოჩნდა.
ორშაბათს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ტელეფონით ირანის პრეზიდენტს ჰასან როჰანის ესაუბრა. საუბრის შემდეგ კრემლმა განცხადება გაავრცელა : „პუტინმა აღნიშნა, რომ ახლა არის რეალური შანსი, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა მოგვარდეს.“

ისრაელი ეკონომიკური სანქციების გამკაცრების მომხრეა და ასევე, ირანის ბირთვული პროგრამის სრულად შეჩერებას ითხოვს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ვიზიტის დროს პრეზიდენტ პუტინს სირიის ქიმიური იარაღის საკითხზე შეთანხმების გამო საჯაროდ აქებდა. ის ამტკიცებდა, რომ ახლა რუსეთმა მსგავსი მოლაპარაკებები ირანის განიარაღების გადაწყვეტილების საკითხშიც უნდა განახორციელოს. კრემლი აცხადებს, რომ მას არ სურ, რომ ირანმა ბირთვული იარაღი აწარმოოს, თუმცა რუსეთი არ იზიარებს ისრაელის ეჭვებს ამ საკითხთან დაკავშირებით. რუსეთი 8,500 ბირთვულ ქობინს ფლობს, და არ გრძნობს საფრთხეს ირანისგან, რომელსაც შეიძლება ერთი ან ორი ბირთვული ქობინი გააჩნდეს.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტი გიორგი მირსკი რამდენიმე თვის წინ მოსკოვში გამართულ საგარეო საქმეთა სამინისტროს კონფერენციას იხსენებს და ერთერთი რუსი დიპლომატის გამოსვლას იშველიებს.

გიორგი მირსკი: ამ შეხვედრაზე ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა პირდაპირ განაცხადა, რომ უმჯობესია არსებობდეს ბირთვული ირანი, ვიდრე პრო-ამერიკული ირანი წარმოგიდგენიათ? რუსეთისთვის უკეთესია ასეთი სცენარი, რადგან ამის შემდეგ რუსეთს აღარ ექნება ბირთვული იარაღის მფლობელი ირანის შიში.

თუმცა რუსეთს ნამდვილად აშფოთებს იარაღი, რაც შეიძლება ირანმა გამოიყენოს და რომელიც საერთაშორისო კონვენციით არ არის აღიარებული.
ირანი კასპიის ზღვის სანაპიროზე დაღესტანს ესაზღვრება, სადაც მუსლიმი რუსები ძირითად მოსახლეობას წარმოადგენენ. ამ რეგიონში ანტი-სამთავრობო დაბომბვა და მკვლელობა ყოველ დღე ხდება. დაღესტანი არის რუსეთის კავკასიის ჭიშკარი, მთიანი რეგიონი, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ორი ომი აწარმოა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფილი რესპუბლიკების სეპარატისტულ რეგიონებში.

გიორგი მირსკი: ირანს გააჩნია საშუალებები, რომ რუსეთის მდგომარეობა კავკასიაში გაუსაძლისი გახდეს. თუმცა ირანი აქამდე ძალიან ლოიალური იყო და ერთხელაც არ შეუშლია ხელი რუსეთის ინტერესებისთვის კავკასიაში. და ეს ფაქტი მოსკოვისგან დაფასებულია.

ირანი აცხადებს, რომ ის არ ივიწყებს იმ მომენტს, რომ ათეული წლის წინ რუსეთმა ჩრდილოეთ ირანში სეპარატისტული აზერბაიჯანელების და მცირე ქურთული ჯგუფების მხარდაჭერა შეწყვიტა.

მუსლიმ სამყაროში შიიტების და სუნიტების გახლეჩვის პროცესის დროს, ირანი და მოსკოვი მხარს უჭერენ ერთიან ოპოზიციას, რომელსაც სუნიტი დაჯგუფებები მეთაურობენ. როგორც რუსეთის კავკასიაში, ისე შიიტების მიერ კონტროლირებულ სირიაში, რომელიც ასევე ირანის მოკავშირეა.

ირანის ეკონომიკური სანქციების სტატუს ქვოს შენარჩუნებით რუსეთს ეკონომიკური სარგებელი აქვს. სანქციების გამო ირანის ნავთობი და გაზი მსოფლიო ბაზარზე ვერ ხვდება, რის გამოც რუსეთს საკუთარ ენერგომატარებლებზე ფასის აწევა შეუძლია. სანქციები ასევე ზღვაზეც და ხმელეთზეც ბლოკავს კასპიის აუზის მდიდარი ქვეყნების მიერ ირანის მილსადენების საშუალებით მსოფლიოში საკუთარი გაზის და ნავთობის ექსპორტის საშუალებას.

ასე რომ ოთხშაბათს მოსკოვში გამგზავრებამდე ისრაელის ლიდერი დიდი გამოწვევის წინაშე იყო. ეჭვგარეშეა რომ მას ცოტაოდენი ილუზიაც ჰქონდა.

ერთი შეხედვით რუსეთს და ისრაელს კარგი ურთიერთობები აქვთ: უვიზო მიმოსვლა და ისრაელში მცხოვრები მილიონი რუსი ეროვნების ადამიანი. თუმცა ისრაელს რუსეთის მიმართ საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს.

გასული წლის აპრილში „ პიუს“ კვლევის ცენტრმა მსოფლიოში სხვადსხვა ერის წარმომადგენლების რუსეთის მიმართ არსებული შეხედულებები შეისწავლა. 38 ქვეყანაში გამოკითხული ადამიანებიდან, ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება - 77%-ისრაელში დაფიქსირდა.
XS
SM
MD
LG