ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი საერთაშორისო სანქციების შერბილებას ცდილობს

British Foreign Secretary William Hague, left, Iranian Foreign Minister Mohammad Javad Zarif and Germany's Foreign Minister Guido Westerwelle, right, gather for the third day of closed-door nuclear talks at the Intercontinental Hotel in Geneva Switzerland

მსოფლიოს ექვსი სახელმწიფო ცდილობს დაარწმუნოს ირანი, რათა შეზღუდოს ურანის გამდიდრება.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი ამბობს, რომ „არსებობს წარმატების ყველა შესაძლებლობა“ მოლაპარაკებაზე, რომელიც მიმდინარეობს მის ქვეყანასა და გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს შორის, გერმანიასთან ერთად, რასაც „პი 5+1“-საც უწოდებენ.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ემა ბონინოსთან ერთად გამართულ
პრეს-კონფერენციაზე მან თქვა, რომ ჟენევაში იმ განზრახვით მიემგზავრება, რათა იქიდან უკვე მიღწეული შეთანხმებით დაბრუნდეს.

„მე მზად ვარ შეთანხმების ნაცვლად სერიოზული პროგრესიც მივიღო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებელი პოლიტიკური ნების გამოვლენის შემთხვევაში ჩვენ გვექნება წინსვლა და შეთანხმებასაც კი მივაღწევთ.“

შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს სჯერათ, რომ ირანი ატომური იარაღის შექმნაზე მუშაობს. ირანი ირწმუნება, რომ მისი პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვისაა.

სამშაბათს გგამოქვეყნებულ ვიდეო ინტერვიუში ზარიფმა თქვა, რომ ბირთვული ენერგია ირანს უფრო მეტ საშუალებას მისცემს განაგოს საკუთარი ბედი, იმის ნაცვლად, რომ სხვებს მისცეს ამის ნება.

„ამ უნიკალური შესაძლებლობის გამოსაყენებლად, ჩვენ გვჭირდება ვაღიაროთ თანაბარუფლებიანობა და დავადგეთ იმ გზას, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე და ყველა ხალხის ღირსების აღიარებაზე.“

მან თქვა, რომ არცერთ სახელმწიფოს არ უნდა შეეძლოს „სხვისი ბედის გადაწყვეტა“. ის დაჟინებით იმეორებს, რომ ირანს აქვს ურანის გამდიდრების უფლება.

თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ თქვა, რომ ჟენევაში ნებისმიერ შეთანხმებას, ირანის მხრიდან დათმობები დასჭირდება.

„არავინ აპირებს შეთანხმების მხარდაჭერას... არც შეერთებული შტატები, არც საფრანგეთი, არც „პი5+1“ ჯგუფის რომელიმე წევრი, თუ არ გადაწყდა გამდიდრებული ურანის მარაგის საკითხი, პლუტონის ნაკვალევის საკითხი ირანის ცენტრიფუგებში, გაზრდილი მონიტორინგის და გამჭვირვალობის აუცილებლობის საკითხი. ეს არის ჩვენი პრინციპები ამ საკითხთან მიმართებაში.“
მსოფლიოს ექვსი სახელმწიფო ცდილობს დაარწმუნოს ირანი, რათა შეზღუდოს ურანის გამდიდრება. ირანი ცდილობს საერთაშორისო სანქციების შერბილებას, რომლებმაც მის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენეს.
Iran US Nuclear 6315183

Gia

XS
SM
MD
LG