ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სერგეი ლავროვის განცხადება


ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მხარს საერთაშორისო ინტერვენციას არ დაუჭერს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ სირიის კრიზისის მოგვარებაზე თავად სირიელმა ხალხმა უნდა იზრუნოს და რუსეთი მხარს საერთაშორისო ინტერვენციას არ დაუჭერს.

ეს განცხადება ლავროვმა ჟენევაში დღეს გააკეთა, სადაც ასევე შაბათს 70 ქვეყნის ლიდერი იმ მიზნით შეიკრიბება, რათა საერთაშორისო ელჩის, კოფი ანანის გეგმა განიხილონ:

ჟენევაში შეხვედრა მიზნად ისახავდა კოფი ანანის გეგმის განხორციელებას და სირიაში ძალადობის დასრულების პირობებს. საჭიროა სირიელ ხალხთან დიალოგის დაწყება. თუმცა, დიალოგის შედეგების წინასწარ განსაზღვრა არასწორად მიმაჩნია.“

ხვალ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი სერგეი ლავროვს პეტერბურგში შეხვდება. რუსეთის საგარეო მინისტრის განცხადებით, შეცდომაა ის, რომ ჟენევაში მოლაპარაკებებს სირიის მეგობარი ქვეყანა ირანი არ დაესწრება. მინისტრის აზრით, ირანი რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა და შექმნილ სიტუაციაში გარკვეული როლის შესრულება შეუძლია.
XS
SM
MD
LG