ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში გრძელდება დაპირისპირება


NATO FLAG

სირიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი სამხედრო კონფლიტში ჩარევას არ აპირებს

ჩრდილო-ატლანტიკურმა ალიანსმა დაგმო სირიის მიერ თურქული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდება. თურქეთი სირიას სამხედრო ოპერაციის ჩატარებით დაემუქრა ამგვარი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში. ამავდროულად, სირიაში გრძელდება დაპირისპირება სამთავრობო ძალებსა და აჯანყებულებს შორის.

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების F-4 ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ანკარამ ნატოს საგანგებო შეხვედრა მოითხოვა, რომელიც ბრიუსელში გაიმართა.

ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით: “ჩვენთვის მიუღებელია ეს აქცია და მკაცრად ვგმობთ მის ორგანიზატორებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სირიის ხელისუფლების უპასუხისმგებლო პოლიტიკას, რომელიც უგულვებელყოფს საერთაშორისო ნორმებს, ემუქრება მშვიდობას და არაფრად მიაჩნია ადამიანთა სიცოცლხე.“

საპატრულო კატარღები დღემდე ეძებენ ხმელთაშუა ზღვაში ჩამოვადნილი თვითმფრინავის პილოტებს.

სამხედრო ანალიტიკოსების აზრით ლიბიისგან განსხვავებით, სადაც ნატომ არა-საფრენი ზონა დააწესა, სირიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი სამხედრო კონფლიტში ჩარევას არ აპირებს. სირიაში ლიბიასთან შედარებით გაცილებით უფრო რთული სიტუაციაა შექმნილი.

სამოქალაქო ომის გამო ათასობით სირიელმა მეზობელ თურქეთს შეაფარა თავი. თურქეთის პრემიერ-მინისტრი სირიელი სამხედროების მიერ საზღვრის დარღვევის შემთხვევაში საპასუხო დარტყმით იმუქრება.

რეჯებ თაიპ ერდოღანის განცხადებით: “ამ ინციდენტის შემდეგ თურქეთის შეაიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნაა გამოცხადებული. სირიის მხრიდან თურქეთის საზღვარს, თუ რაიმე სამხედრო ობიექტი მიუახლოვდება, ამას პირდაპირ მუქარად და სამხედრო სამიზნედ განვიხილავთ.“

ამასობაში სირიის ტანკები აგრძელებენ აჯანყებულთა პოზიციების დაბომბვას ქალაქ ჰომსის რაიონში. მიუხედავად ამისა სირიელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ საერთაშორისო სამხედრო ინტერვენცია ნაკლებადაა მოსალოდნელი.

სირიელი პოლიტიკური მიმომხილველის აფიფ დელეს განცხადებით: “საერთაშორისო საზოგადოება კონფლიქტის პოლიტიკური გზებით მოგვარებას დაუჭერს მხარს და ომის დაწყების საშიშროება გაზვიადებულია.“

თუმცა კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, არ არის გამორიცხული ნატო უფრო აქტიურად ჩაერიოს სირიის საქმეებში.

როგორც ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის მეცნიერი ენდრიუ ტაბლერი აცხადებს: “ძალაუფლების ვაკუუმი კიდევ უფრო დიდ ქაოსს გამოიწვევს. შესაძლოა ხოცვა-ჟლეტამ არნახული მასშტაბები მიიღოს. ასეთ შემთხვევაში არც საერთაშორისო ინტერვენცია იქნება გამორიცხული.“

საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით სირიაში კონფლიქტის დაწყების დღიდან 15 000 ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG