ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსლიმ ამერიკელებს ტრამპის არ ესმით


ემრონ და ამნა ბაშირები პაკისტანელი ამერიკელები არიან. მაში ორი ვაჟი დანიში და ნაიელი ამერიკაში დაიბადნენ და გაიზარდნენ. ისინი იმ სამ მილიონ მუსლიმთა შორის არიან, რომლებიც დღეს ამერიკაში ცხოვრობენ. “პიუს კვლევითი ცენტრის” მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2050 წელს ისლამი ამერიკაში მეორე უმსხვილესი რელიგია იქნება.

თუ დონალდ ტრამპმა ამერიკაში მუსლიმების შემოსვლის აკრძალვის პოლიტიკა განახორციელა, რომელზეც მან არაერთხელ უკვე ისაუბრა, მაშირების ოჯახის მსგავსი ოჯახები ამერიკაში ვეღარ ჩამოვლენ. ორლანდოში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ტრამპმა მუსლიმთა იმიგრაციაზე საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა:

ამერიკაში 2015 წელს საშუალო წლიური შემოსავალი $53,657 იყო. მუსლიმების 29 პროცენტის შემოსავალი $50 ათასიდან $100 ათასამდე იყო და 20 პროცენტის შემოსავალი კი $100 ათასს აღემატებოდა

“იმის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მკვლელი ამერიკაში იმყოფებოდა, ის არის, რომ ჩვენ მის ოჯახს აქ ჩამოსვლის უფლება მივეცით. ეს არის ფაქტი და ამ ფაქტზე უნდა ვისაუბროთ,” განაცხადა ტრამპმა.

ამნა და ემრონი ამერიკაში 1988 წელს ჩამოვიდნენ. ისინი სირაკუზის უნივერსიტეტში მეორე კურსზე სწავლისას შეხვდნენ ერთმანეთს. რამდენიმე წელში იქორწილეს და გადაწყვიტეს ამერიკაში დარჩენილიყვნენ და შვილები აქ გაეზარდათ.

“აქაურობა მაშინვე შეგვიყვარდა,” გვპასუხობს ამნა შეკითხვაზე, თუ როგორ შეგუა ის ამერიკულ კულტურას. “ჩვენ სტუდენტური ცხოვრებით ვცხოვრობდით. კარგ დროს ვატარებდით. ემრონი MTV-ს სიმღერებით იღვიძებდა. ძალიან ვგიყვარს აქაურობა.”

ბაშირები ვაშინგტონის ერთ-ერთ გარეუბანში დასახლდნენ. ემრონი და მისი უფროსი ვაჟი კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ. მათი უმცროსი ვაჟი კი ბალტიმორის უნივერსიტეტში სწავლობს და ფარმაკოლოგიაში სადოქტორო დიპლომზე მუშაობს.

“სპრინგფილდი კარგი ქალაქია,” ამბობს ამნა. “ყველაფერი ახლოს გვაქვს. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ჩვენი მეზობელი მუსლიმია თუ არა. ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.”

ამერიკაში არაერთი ქალაქია, სადაც მუსლიმი თემები უფრო კონცენტრირებულად ცხოვრობენ. თუმცა მუსლიმების დიდი ნაწილი ასეთ თემებში არ ცხოვრობს, ყველგანაა მიმოფანტული და ამერიკულ საზოგადოებაში ბოლომდე ინტეგრირებულია.

მუსლიმები ევროპაში

მოლენბეკი, ბრიუსელის ეთნიკურად ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი უბანი ქალაქის ცენტრიდან ფეხით ნახევარი საათის სავალ მანძილზეა. ამ უბანში სირიიდან უკან დაბრუნებული რამდენიმე ჯიჰადისტი ცხოვრობდა და პარიზისა და ბრიუსელის ტერაქტების რამდენიმე მონაწილე აქ დაიბადა და გაიზარდა.

უნდა შევწყვიტოთ ბელგიაში დებატები ნეიტრალობასა და სეკულარიზმზე და მივიღოთ მულტი-კულტურულობა მისი ყველა ფორმითა და მანიფესტაციით

მულენბეკი ნათლად წარმოაჩენს ევროპის სწრაფად ცვალებად, მულტი-კულტურულ გარემოს, რომელიც აქტივისტებისა და ექსპერტების აზრით, უმცირესობების ინტეგრაციის მიმართ განახლებულ მიდგომას მოითხოვს.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს კუთვნილების სხვადასხვა სახით აღიარებაში მდგომარეობს, იქნება ეს კუთვნილება თემში, ქალაქში, ქვეყანაში თუ ერში. სხვები კი ამბობენ, რომ ასიმილაციის ტრადიციული მეთოდები უნდა გადაიხედოს და ევროპამ ამერიკის მსგავსი მიდგომა შეიმუშაოს რელიგიისა და განსხვავებული კულტურების მიმართ.

“არ აქვს მნიშვნელობა თავსაბურს ატარებ თუ არა. მთავარი ისაა, რა გაქვს გულში,” ამბობს ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციოლოგი კორინ ტორეკენსი. “უნდა შევწყვიტოთ ბელგიაში დებატები ნეიტრალობასა და სეკულარიზმზე და მივიღოთ მულტი-კულტურულობა მისი ყველა ფორმითა და მანიფესტაციით.”

მსგავსი დებატები მიმდინარეობს საფრანგეთშიც.

“ბავშვები, რომლებიც მეორე და მესამე თაობის ემიგრანტები არიან თავს ფრანგებად არ გრძნობენ. ისინი თავს უარყოფილად გრძნობენ ქვეყნისა და მისი ძირითადი ღირებულებების მიერ,” ამბობს ალექსანდრე პიეტრე, პარიზში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია რელიგიისა და სეკულარიზმის ჯგუფიდან. “ეს ამერიკასთან შედარებით დიდი განსხვავებაა, სადაც აფრიკელი ამერიკელები შეიძლება თავს უარყოფილად გრძნობდნენ, მაგრამ ისინი საკუთარ თავს ამერიკელებად აღიქვამენ,” აცხადებს პიეტრე.

აქ საქმე ისლამში არ არის და ეს სუნიტ მიმდინარეობასთან კავშირში არ არის. ეს ადამიანების ძალიან პატარა ჯგუფია, რომელსაც ჩვენ სალაფისტ-ჯიჰადისტებს ვეძახით
სეთ ჯოუნსი

ბელგია და საფრანგეთი მკაცრად სეკულარული ქვეყენბია, რომლებიც ახალი ემიგრანტებისგან ასიმილაციას ითხოვენ და ნაკლებად ავლენენ მრავალფეროვნების ქონის სურვილს. ორივე ქვეყნიდან ჯიჰადისტები მთელს მსოფლიოში მიდიან.

ამერიკა ევროპა არ არის, მაგრამ…

ამერიკაში მუსლიმების დემოგრაფია ევროპისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. “პიუს კვლევითი ცენტრის” თანახმად, სხვა რელიგიურ უმცირესობებთან შედარებით ამერიკაში მუსლიმების თემი, ზოგადად, განათლებული და მაღალ-შემოსავლიანი ფენაა. ამერიკელი მუსლიმების 39 პროცენტს უმაღლესი განათლება აქვს. თეთრკანიან ამერიკელებში ეს მაჩვენებელი 25 პროცენტია.

უმაღლესი განათლება უკეთეს შემოსავალს ნიშნავს. ამერიკაში 2015 წელს საშუალო წლიური შემოსავალი $53,657 იყო. მუსლიმების 29 პროცენტის შემოსავალი $50 ათასიდან $100 ათასამდე იყო და 20 პროცენტის შემოსავალი კი $100 ათასს აღემატებოდა. ქრისტიანების 27 პროცენტის შემოსავალი $50,000-$100,000 იყო და მხოლოდ 17 პროცენტის შემოსავალი აღემატებოდა 100,000 დოლარს.

რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი დონად ტრამპი ამ სურათს განსხვავებულად წარმოადგენს.

მან მუსლიმების ამერიკაში შემოსვლის აკრძალვის ინიციატივა პირველად მარტში გააჟღერა, ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული თავდასხმების შემდეგ.

ტრამპის მოწოდება მალევე იურისტებმა და ტერორიზმის ექსპერტებმა მალევე გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ ეს წინადადება არაკონსტიტუციური და უკუპროდუქტიული იყო. რენდის კორპორაციის ტერორიზმის მკვლევარი სეთ ჯოუნსი ამბობს:

“აქ საქმე ისლამში არ არის და ეს სუნიტ მიმდინარეობასთან კავშირში არ არის. ეს ადამიანების ძალიან პატარა ჯგუფია, რომელსაც ჩვენ სალაფისტ-ჯიჰადისტებს ვეძახით. მათ ლობალური სახალიფოს შექმნა სურთ.” ჯონსი დასძენს რომ პრობლემის გადასაწყვეტად “უნდა გავიგოთ ის როგორ და რატომ იქნმება ეს რადიკალური ელემენტები და უნდა გავიგოთ როგორ შეიძლება დანარჩენი 99 პროცენტის დახმარების გამოყენება ამ რადიკალური ელემენტების ამოსაცნობად

ბრიუსელის თავდასხმების შემდეგ საკუთარი მოსაზრება გააჟღერა ტედ კრუზმა, რომელიც მაშინ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. მან თქვა, რომ “სამართალდამცველებს უფლებები უნდა გავუზარდოთ მუსლიმურ უბნებში პატრულირების გასააქტიურებლად ადამიანების რადიკალიზაციამდე.”

ასეთი მიდგომა, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორის ლორენცო ვიდინოს აზრით უკუპროდუქტიულია. “’ისლამური სახელმწიფო’ მუსლიმებში გზავნილს ავრცელებს, რომ დასავლეთში ისინი სძულთ და რომ დასავლეთი მუსლიმების წინააღმდეგ ომშია,” აცხადებს პროფესორი.

ამერიკელ მუსლიმებს უკურეაქციის ეშინიათ

ბაშირების ოჯახში ერთი ჩვეულებრივი საღამოა - დედა ვახშამს ამზადებს, დანიში მეგობრებს პოპულარულ სერიალზე ემესიჯება, რომელსაც ამერიკაში მილიონობით ახალგაზრდა უყურებს.

ემრონი ამბობს, რომ წუხს იმის გამო, რომ ამერიკის საპრეზიდენტო კამპანიაში მუსლიმებს უარყოფითად წამოაჩენენ. “ჩვენ საშუალო ფენის ოჯახი გვაქვს. ისეთივე რიგითი ადამიანები ვართ, როგორიც ნებისმიერი სხვა,” ამბობს ის.

დანიში ამბობს, რომ არ ესმის ტრამპის: “მე ამერიკელი ვარ. იყო ამერიკელი ნიშნავს იმას, რომ იყო ერთ მუშტად შეკრული. ამ მხრიც ჩემი მოსაზრებები განსხვავდება მისი შეხედულებებისგან. ის რომ მას “ისლამური სახელმწიფო” სძულს ამაში მართალია, მაგრამ მე იმას ვერ ვიგებ როგორ შეუძლია საკუთარ ქვეყანაში ხალხისკენ თითი გაიშვიროს,” ამბობს დანიში.

დანიში ამბობს, რომ ბედნიერია იმით, რომ შერეულ უბანში ცხოვრობს და მისი მეგობრები უამრავი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები არიან.

XS
SM
MD
LG