ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელთა ბოლო დებატები მნიშვნელოვან პრაიმერებამდე


რადიკალური ისლამი, საგარეო პოლიტიკა და ვაჭრობა რესპუბლიკელთა დებატების წამყვანი თემები გახდა. ოთხშაბათს საღამოს მაიამის შტატში გამართულ დებატებში მონაწილეობას საპრეზიდენტო ნომინაციის მოპოვებისთვის მებრძოლი ოთხი რესპუბლიკელი კანდიდატი იღებდა. ეს მათი ფინალური შეხვედრა იყო სამშაბათის პრაიმერებამდე, რომელსაც ანალიტიკოსები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. 15 მარტს რესპუბლიკური პარტიის 5 პრაიმერი და ერთი კოკუსი გაიმართება.

დონალდ ტრამპი დაბეჯითებით იცავდა საკუთარ პოზიციას იმის შესახებ, რომ „ძალიან ბევრ“ მუსლიმს სძულს ამერიკა და რომ შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად 30 ათასამდე ჯარისკაცი უნდა გააგზავნოს. იმავე საკითხზე მარკო რუბიომ განაცხადა, რომ რადიკალიზმთან ბრძოლის ერთადერთი გზა არარადიკალურად განწყობილ მუსლიმებთან ერთად მუშაობაა. მისი თქმით, „პრეზიდენტი ვერ იტყვის იმას, რაც მოესურვება, რადგან ამას მთელ მსოფლიოში რეზონანსი აქვს“. ტრამპის მარტივი ფორმულირებები ტედ კრუზმაც გააკრიტიკა: „პასუხი არ შეიძლება მარტივად იყოს: ჩინეთი ცუდია, მუსლიმი ცუდია“ - განაცხადა მან.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG