ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის აფეთქებების გამოძახილი


სიკვდილისა და ნგრევის სცენები მნახველს, ერაყის ცხოვრებიდან წარსულის უბნელეს დღეებს ახსენებს

მუშები ქალაქ თაჯიში მომხდარი აფეთქების შემდეგ, მიმდებარე ტერიტორიას ასუფთავებენ. ერაყის ტერიტორიაზე მომხდარ 19 აფეთქებაში, ყველაზე ძალიან სუნიტი თემობის წარმoმადგენლები დაზარალდნენ როცა მათ 40 ადამიანი დაკარგეს.
სიკვდილისა და ნგრევის სცენები მნახველს ერაყის ცხოვრებიდან წარსულის უბნელეს დღეებს ახსენებს.
გასულ კვირას ერაყში ალ ყაიდას ხელმძღვანელობამ ახალი შეტევის შესახებ გააკეთა განცხადება.
ამ მოვლენებს ლონდონში არსებული სამეფო კოლეჯის რადიკალიზაციის სწავლების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტი შირაზ მაჰერი ეხმაურება და ამბობს, რომ ალ ყაიდას გააქტიურებას სადაზვერვო წყაროებიდან მიღებული ინფორმაციაც ადასტურებს.

„ინტერნეტ ფორუმებიდან ნათლად ჩანს, რომ ალ ყაიდას წევრები აქტიური შეტევებისთვის ემზადებიან. მათ სინამდვილეში არც არასდროს უთქვამთ უარი საკუთარ მოღვაწეობაზე. შარშან, წლის ბოლოს ერაყიდან ამერიკული ჯარების გასვლით ისინი სარგებლობენ და გადაჯგუფებისა და გაძლიერებისთვის შესაძლებლობას ეძებენ.“

ძალადობა ერაყში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში იზრდება. მარტი ივნისში იქ 237 ადამიანი დაიღუპა რის შემდეგაც ივნისი, ერაყიდან ამერიკული ძალების გასვლის შემდეგ ყველაზე სისხლიანი თვე გახდა.
შირაზ მაჰერი მოტივის ახსნას ამგვარად ცდილობს:

„ახლა ალ-ყაიდა ერაყში სამოქალაქო ინსტიტუტებს იღებს მიზანში, რადგან მეამბოხე დაჯგუფების წევრების აზრით ეს ინსტიტუტები დასავლურ კურსს ატარებენ. რამადანის წმინდა თვის დასაწყისში ალ-ყაიდა ტრადიციულად ძალიან აქტიურობს, განსაკუთრებით კი ერაყში.“

ერაყში მიმდინარე ძალადობა სადამ ჰუსეინის მმართველობის ხანიდან იღებს სათავეს, აცხადებს ჩათამ ჰაუზის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტი ლონდონში, ნადიმ შეჰადი:

„ჩვენ სადამ ჰუსეინს ქურთების, და შიიტების, მკვლელობა შევარჩინეთ. ამჟამინდელი სექტარული დაპირისპირება და ექსტრემიზმი სწორედ იმ პერიოდის შედეგია.“

შეჰადის თქმით, ერაყში დასავლეთის გამოცდილება ზეგავლენას ახდენს იმ დისკურსზე რომელიც სირიაში ინტერვენციის თემის ირგვლივ მიმდინარეობს.

ყველაზე დიდი გაკვეთილი რაც ერაყის გამოცდილებიდან ამერიკამ ნახა იყო ის რომ დიქტატორის დამხობით, მთელი ქვეყანა დაიშალა. თუმცა ეს არის ძალიან ცუდი გაკვეთილი, იმდენად რამდენადაც ერაყში გარდამავალი ეტაპი სწორედ ანექსიამდე არსებულმა მდგომარეობამ გაართულა.“

შეჰადი ირწმუნება, რომ სირიის მთავრობის რეპრესიები ამბოხებულების წინააღმდეგ ექსტრემიზმსა და რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებას კიდევ უფრო ამწვავებს.

„სირიის კონფლიქტში ჩაურევლობას დიდი ფასი ექნება და ეს საფასური განსაკუთრებით საგრძნობი რეჟიმის დამხობის შემდეგ გახდება“, აცხადებს ჩეთემ ჰაუზის ექსპერტი.

საზღაური, კი ანალიტიკოსების განცხადებით, შესაძლოა სირიაში რელიგიურ ნიადაგზე გამძაფრებული დაპირისპირების გახანგრძლივება გახდეს და პოტენციურად, კონფლიქტის ლიბანში გავრცელებაც მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG