ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამური რევოლუციის 41-ე წლისთავი ირანში


ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ, 1979 წელს მომხდარი ისლამური რევოლუციის 41-ე წლისთავის აღსანიშნავი სიტყვით გამოსვლისას, ირანელ ამომრჩევლებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

დღეს, ყოველწლიური ზეიმისთვის, ათობით ათასი ირანელი გამოვიდა თეირანის და სხვა ქალაქების ქუჩებში. ეს იმ დროს ხდება, როდესაც იზრდება საზოგადოების უკმაყოფილება ირანის ეკონომიკის სავალალო მდგომარეობის გამო, რომელსაც შეერთებული შტატების მიერ დაწესებულმა სანქციებმა მძიმე დარტყმა მიაყენა. საზოგადოება ასევე განრისხებულია ქვეყნის სამხედრო უწყებაზე, რომელმაც გასულ თვეში უკრაინული ავიალაინერი ჩამოაგდო.

როჰანიმ ამომრჩევლებს მოუწოდა, 21 თებერვალს დანიშნულ არჩევნებზე „პასიურად" არ მოიქცნენ, მიუხედავად „შესაძლო ჩივილისა და კრიტიკისა“. მოსახლეობის მორიგი აღშფოთება გამოიწვია მთავრობის გადაწყვეტილებამ ათასობით კანდიდატის, მათ შორის 90 მოქმედი კანონმდებლის არჩევნების პროცესიდან ჩამოშორების თაობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG