ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი საპროტესტო გამოსვლების წინ ინტერნეტს ზღუდავს


ირანმა რამდენიმე პროვინციაში დაგეგმილ საპროტესტო გამოსვლებამდე ერთი დღით ადრე მობილური ინტერნეტით უცხოურ საიტებზე წვდომა აკრძალა. ინტერნეტის შეზღუდვის გადაწვეტილება უსაფრთხოების სამსახურებმა მიიღეს. ამის შესახებ განცხადება ირანის საინფორმაციო სააგენტო "ილნამ" გაავრცელა.

გამოცემა ამბობს, რომ მისი წყაროების მიხედვით, ინტერნეტი გაითიშა ცენტრალურ და დასავლეთ ირანში: ალბორზის, კურდესტანის და ზანჯანის პროვინციებში და ქვეყნის სამხრეთით, ფარსში.

ინტერნეტის შეზღუდვის გადაწვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც საპროტესტო გამოსვლებში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებმა საპროტესტო გამოსვლისკენ მოუწოდეს. ორგანიზაცია "საერთაშორისო ამნისტიის" ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე, რომლებიც ბენზინზე ფასების ზრდის პროტესტით დაიწყო, სულ მცირე, 304 ადამიანი მოკლეს.

დემონსტრაციების პიკში, თეირანმა ინტერნეტი მთელს ქვეყანაში გათიშა იმ იმედით, რომ საპროტესტო ტალღას შეაკავებდა. თუმცა ძალადობის ამსახველი მასალის გავრცელება მაინც მოხერხდა.

ირანის მთავრობა დემონსტრაციებში ბრალს "ბანდიტებს" და "მტრებს" სდებს, რომელნიც თეირანის თქმით, შეერთებულ შტატებს, ისრაელს და საუდის არაბეთთან არიან დაკავშირებულნი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG