ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანია ირანს ბირთვული შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ


ე.წ. E3 ჯგუფის ქვეყნებმა, რომელშიც საფრანგეთი, ბრიტანეთი და გერმანიაა გაერთიანებული, თეირანს მოუწოდეს პატივი სცეს 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთანხმებას და ამერიკული ძალების მიერ უმაღლესი რანგის ირანელი გენერლის მოკვლის კვალდაკვალ, ძალადობისგან თავი შეიკავოს.

6 იანვარს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, ბირთვული შეთანხმების სამმა ევროპელმა ხელმომწერმა, ხაზი გაუსვა ერაყსა და ირანში დაძაბულობის შენელების მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძოლოს.

ერთი დღით ადრე, ირანმა გამოაცხადა, რომ შეერთებულ შტატებთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებულ არცერთ შეზღუდვას აღარ დაემორჩილება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი აღარ გაითვალისწინებს ურანის გამდიდრების დონეზე და გამდიდრებული მასალის დაგროვების ოდენობაზე დაწესებულ შეზღუდვებს და ასევე, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ კვლევაზე და განვითარებაზე არსებულ შეზღუდვებს.

XS
SM
MD
LG