ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვულ პროგრამაზე წინასწარი შეთანხმება მიღწეულია


ირანმა და მსოფლიოს წამყვანი 6 ქვეყნის ლიდერებმა თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკება განაახლეს გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად. მოლაპარაკების დანიშნულება ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების უზრუნველყოფაა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა კერტინ ეშტონმა მოლაპარაკების ამ რაუნდს, რომელიც ვენაში გუშინ დაიწყო „შინაარსიანი და სასარგებლო“ უწოდა.

ეშტონის წარმომადგენელმა მაიკლ მანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების შედეგებთან დაკავშირებით პროგნოზებს არ გააკეთებს:

„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეთანხმება მიღწეულია და ის მყარია. ამ შეთანხმებით ყველა კმაყოფილია.“

ირანთან მოლაპარაკებას ამერიკა, ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი და გერმანია აწარმოებს.

XS
SM
MD
LG