ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ქართულ კომპანიებს შეზღუდვებს უწესებს


ხაზინის დეპარტამენტის შეზღუდვები ირანის სანქციების გვერდის ავლისთვის 3 მეწარმეს და მათ 8 კომპანიას ეხება

ხუთშაბათს შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა განცხადება იმ ზომების შესახებ გაავრცელა, რომელსაც ის ირანზე დაწესებული სანქციების დაცვისთვის ახორციელებს. აღმასრულებელი განკარგულებით, შეზღუდვები უწესდება იმ კომპანიებს და პირებს, რომლებიც ხაზინის დეპარტამენტის მონაცემებით, გარკვეულ როლს თამაშობენ ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების ხელშეწყობაში.

აღნიშნული კომპანიები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში არიან ბაზირებული. ესენია: საქართველო, თურქეთი, ესპანეთი, ავღანეთი, ირანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ლიხტენშტეინი. აღმასრულებელი განკარგულება ნომრით 13608 სანქციებს საქართველოში მოქმედ 3 ადამიანს უწესებს: პორუა ნაების, ჰოშანგ ჰოსეინპურს და ჰოშანგ ფარსოდეს (Pourya Nayebi, Houshang Hosseinpour, Houshang Farsoudeh), ისინი 8 კომპანიას ფლობენ და აკონტროლებენ. ამ სამმა პირმა 2011 წელს საქართველოში ლიცენზირებული ბანკის აქციების დიდი ნაწილი შეიძინა და შემდეგ ამ ბანკის მეშვეობით ათობით მილიონ დოლარს ირანულ ბანკებში გადარიცხვისთვის იყენებდა.
XS
SM
MD
LG