ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის და მსოფლიოს ლიდერების შეხვედრა


დასავლეთი ითხოვს, ირანმა წარმოადგინოს იმის მტკიცებულება, რომ ბირთვულ იარაღს არ შექმნის

ირანის და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების წარმომადგენლები დღეს ვენაში ხვდებიან, რათა ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი ხასიათის უზრუნველსაყოფად გამიზნული, ხანგრძლივი შეთანხმების პირობები განიხილონ.

ორმა მხარემ ნოემბერში დროებით შეთანხმებას მიაღწია, რომელიც სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქების სანაცვლოდ, ირანს ყველაზე საკამათო ბირთვული საქმიანობის შეკვეცას ავალდებულებს.

ირანი დიდი ხნის განმავლობაში ირწმუნებოდა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ ენერგიის მისაღებად და სამედიცინო მიზნებისთვის იყო განკუთვნილი.

ახალ შეთანხმებაში იმ ჯგუფს, სადაც შედიან შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია სურს, რომ ირანმა წარმოადგინოს იმის მტკიცებულება, რომ ეს ქვეყანა ბირთვულ იარაღს არ შექმნის. ამის სანაცვლოდ ირანს ყველა იმ სანქციის გაუქმება სურს, რომელმაც მის ეკონომიკაზე მკვეთრი ზეგავლენა მოახდინა.
XS
SM
MD
LG