ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰასან როჰანი სამხედრო ჩარევის შესაძლებლობის წინააღმდეგია


ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ამბობს, რომ მისი ქვეყნის ბირთვული პროგრამის საპასუხოდ, სამხედრო ჩარევის ვარიანტი არ უნდა განიხილებოდეს.

სამშაბათს ის სიტყვით გამოვიდა ისლამური რევოლუციის 35-ე წლისთავზე, რომელმაც შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი შაჰი დაამხო და ხელისუფლებაში ხისტი ისლამისტი სამღვდელოება მოიყვანა.

მომლაპარაკებლები ირანიდან და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ჯგუფიდან, სადაც შედიან შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია, განიხილავენ ხანგრძლივ შეთანხმებას, რომელიც ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი მიზნებისთვის განვითარებას უზრუნველყოფს. მოლაპარაკებების განახლება შემდეგ კვირაშია დაგეგმილი.

მხარეებმა ნოემბერში დროებით შეთანხმებას მიაღწიეს, რომლითაც სანქციების ნაწილობრივი შერბილების სანაცვლოდ, ირანი ბირთვულ საქმიანობას შეკვეცს.
XS
SM
MD
LG