ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანთან შეთანხმება ძალაში შევიდა


გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტო იუწყება, რომ ირანმა ორ ობიექტზე ცენტრიფუგების მუშაობა შეაჩერა

ნოემბერში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ირანმა დღეს ურანის გამდიდრების შეზღუდვა დაიწყო. გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ირანმა ორ ობიექტზე ცენტრიფუგების მუშაობა შეაჩერა, რომლებიც ურანის 20 პროცენტამდე გამდიდრებისთვის გამოიყენებოდა.

ბირთვული პროგრამების შეზღუდვის თაობაზე მიღებული შეთანხმების თანახმად, ირანმა ურანის გამდიდრება 5 პროცენტზე უნდა დაიყვანოს. სანაცვლოდ შეერთებული შტატები და ევროკავშირი ქვეყანას საერთაშორისო სანქციებს შეუმსუბუქებს. გაეროს უშიშროების საბჭოს 5 მუდმივ წევრ ქვეყანას და გერმანიასთან მიღწეულ შეთანხმებას მხოლოდ 6 თვის ვადა აქვს. მხარეებმა ეს დრო უფრო გრძელვადიანი შეთანხმებისთვის მოსალაპარაკებლად უნდა გამოიყენონ, რომელიც ირანის მიერ ატომური იარაღის შექმნას შეუშლის ხელს.

ირანი ამტკიცებს, რომ მისი ბირთვული პროგრამები სამშვიდობო ხასიათისაა და მხოლოდ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, თუ სამედიცინო კვლევებისთვის გამოიყენება.
XS
SM
MD
LG