ირანთან ბირთვული იარაღის განვითარების შეზღუდვის შესახებ მიღწეული შეთანხმება ძალაში 20 იანვარს შედის. სანაცვლოდ მსოფლიოს 6 ქვეყანა -შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და გერმანია- ირანს ქვეყანაზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუმსუბუქებს.
მოლაპარაკებაში მონაწილე მხარეთა ოფიციალური წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ნოემბერში მიღწეული შეთანხმების ვადები დაცული იქნება. ირანი ურანის გამდიდრებას 6 თვის ვადით 5 პროცენტამდე შეზღუდავს და გაეროს ინსპექტორებს ატომურ ობიექტებზე დაუშვებს. პარალელურად გაგრძელდება მოლაპარაკება უფრო გრძელვადიანი შეთანხმების მისაღწევად, რომელიც შეეცდება ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის საფრთხე გაანეიტრალოს.