ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთის და ირანის დიპლომატების შეხვედრა


ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი -მოჰამედ ჯავად ზარიფი- მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი

შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ირანის დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები დღეს ჟენევაში იკრიბებიან. შეხვედრის მთვარი თემა ირანის ბირთვულ პროგრამებთან დაკავშირებული შეთანხმების დანერგვაა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე -აბას არაქჩი- ხვდება ვენდი შერმანს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს პოლიტიკურ საკითხებში და ჰელგა შმიდტს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა თავმჯდომარის მოადგილეს. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი -მოჰამედ ჯავად ზარიფი- მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არის განწყობილი და აცხადებს, რომ ირანი ნოემბერში მიღწეული შეთანხმების ერთგული რჩება.
XS
SM
MD
LG