პოლიციამ თეირანში ექვსი ირანელი დააპატიმრა, რომლებმაც ინტერნეტით ამერიკელი მომღერლის ფარელ უილიამსის სიმღერაზე „ჰეფი“ გადაღებული ცეკვის კადრები გაავრცელეს.
კლიპში სამი მამაკაცი და სამი თავშეუბურავი ქალი თეირანის ქუჩებსა და შენობების სახურავებზე მღერის და ცეკვავს.
თეირანის პოლიციის უფროსმა კლიპს ვულგარული ვიდეო უწოდა, რომელმაც „საზოგაოდებრივ უმწიკვლობას“ დარტყმა მიაყენა. ისლამური კანონის თანახმად, ირანში ქალებს სხეულის მთლიანად შებურვა მოეთხოვებათ.
პოლიციის უფროსმა ასევე დაამატა, რომ მოცეკვავეების საპოვნელად მათ მხოლოდ რამდენიმე საათი დასჭირდათ. ვიდეო ინტერნეტით პირველად აპრილში გავრცელდა.