ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული პროგრამის განხილვა გრძელდება


ირანს სურს დასავლეთმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა სანქცია მოუხსნას, ხოლო მსოფლიოს ექვსი ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი კი გარანტიებს ითხოვს.

ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის ბირთვული მომლაპარაკებლები შეხვედრების ახალ რაუნდს იწყებენ, რომლის საბოლოო მიზანიც თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევაა.

შეხვედრა ოთხშაბათს ვენაში გაიმართა. მხარეებმა საბოლოო შეთანხმებას 20 ივნისამდე უნდა მიაღწიონ.

გრძელვადიან შეთანხმებას საფუძვლად დაედება დროებითი შეთანხმების პირობები, რომლებიც გასულ ნოემბერს შედგა. 2013 წლის შეთანხმების თანახმად, ირანმა ბირთვული საქმიანობა არსებულ დონეზე შეაჩერა. სანაცვლოდ, დასავლეთმა თეირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციების ნაწილი გააუქმა.

საბოლოო ჯამში, ირანს სურს დასავლეთმა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ყველა სანქცია მოუხსნას, ხოლო მსოფლიოს ექვსი ქვეყნისგან შემდგარი ჯგუფი კი გარანტიებს ითხოვს, რომ ირანი ბირთვული ბომბის შემუშავებაზე არ მუშაობს. ირანის მომლაპარაკებლებთან შეხვედრებს ამერიკის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ჩინეთისა და გერმანიის წარმომადგენლები აწარმოებენ.
XS
SM
MD
LG