ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთში სტიქია მძვინვარებს


ციკლონ „ნილამს" ორი ადამიანი ემსხვერპლა

ოთხშაბათს, სამხრეთ ინდოეთიდან ათი ათასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული მას შემდეგ, რაც ქვეყანას ბენგალის სანაპიროდან ციკლონი დაატყდა თავს.

ციკლონ „ნილამს" ორი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთა შორის ერთი ნავთობის ტანკერის ეკიპაჟის წევრი იყო.

ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტის განცხადებით, „ნილამის" შედეგად სანაპირო ქალაქ ნაჰაბალიპურამში მეწყერი ჩამოწვა. 4,000-მა ადამიანმა სტიქიის ზონა სასწრაფოდ დატოვა.

ციკლონი „ნილამი" რეგიონზე ძლიერი წვიმებით და ქარის სახით ვრცელდება. ქარის სიჩქარე საათში 100 კილომეტრია. ოფიციალური მონაცემებით, ციკლონის შედეგად გამოწვეულმა ნალექმა შესაძლოა ერთ მეტრს მიაღწიოს.
XS
SM
MD
LG