ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთმა და ავსტრალიამ მოლაპარაკებები დაიწყეს


ახალი ხელშეკრულებით, ავსტრალიას უფლება ენიჭება ინდოეთს ურანი მიჰყიდოს

ინდოეთი და ავსტრალია შეთანხმდნენ, რომ სამოქალაქო ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.

16 ოქტომბერს ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა ჯულია გილარდმა და ინდოელმა პრემიერმა მანმოჰან სინგმა ეს გადაწყვეტილება დელიში შეხვედრის შემდეგ გააჟღერეს.

ახალი ხელშეკრულებით, ავსტრალიას უფლება ენიჭება ინდოეთს ურანი მიჰყიდოს. მსგავსი ხელშეკრულებები ინდოეთმა შეერთებულ შტატებთან და საფრანგეთთან უკვე გააფორმა.

ხელკრულების თანახმად, ენერგომარაგით შეზღუდული ინდოეთი სამოქალაქო ბირთვულ ობიექტებს განავითარებს, რომლებსაც სამოქალაქო მიზნებისთვის მოიხმარს. გარიგება მსოფლიოში სიდიდით მესამე ურანის მიმწოდებელ ავსტრალიას კი ახალ ბაზარზე გასვლის საშუალებას აძლევს.

XS
SM
MD
LG