ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის მოსახლეობა უკმაყოფილოა


Rise of Pessimism in India
Rise of Pessimism in India
ინდოეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა ქვეყნის განვითარებით, კერძოდ, ეკონომიკის ნელი ტემპით და მზარდი ინფლაციით. გამოკითხვა ამერიკაში მოქმედმა პიუს კვლევითმა ცენტრმა ჩაატარა.

კვლევის შედეგების თანახმად, ქვეყნის განვითარების ტემპით კმაყოფილი მხოლოდ 38 პროცენტია. წინა წელს ეს მაჩვენებელი 51 პროცენტს შეადგენდა. პიუს კვლევითი ცენტრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შედეგები ინდოეთში ეკონომიკური ტემპის შენელებით არის განპირობებული. ქვეყანაში უმუშევრობის ტემპმა იმატა - უხეში გამოთვლებით ყოველი ათი ინდოელიდან რვა უმუშევარია.
XS
SM
MD
LG