ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაზპრომი-თბილისი-ერევანი: საქართველოში დანაკარგს ითვლიან


საქართველოში ცდილობენ გამოითვალონ ის ზარალი, რომელიც ქვეყანას ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომ ექსპორტთან“ მიღწეული ახალი შეთანხმებით მიადგა.

უკვე 80 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხვოს, მოეხსნას კომერციული საიდუმლოს გრიფი ,,გაზპრომ ექსპორტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, სომხეთში, რუსული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველო გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს ვეღარ დაიტოვებს.

ახალი ხელშეკრულებით, 2017 წელს, რუსეთი გაზის ტრანზიტის საფასურს, ნაწილობრივ ბუნებრივი აირით, ნაწილობრივ კი ფულადი სახსრებით დაფარავს.

2018 წლიდან კი საქართველოს ტერიტორიაზე, ყოველ 100 კილომეტრში, 1000 კბ/მ რუსული ბუნებრივი აირის გატარება, იმ ტარიფით ანაზღაურდება, რომელიც 10 იანვარს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში შეთანხმდა და ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

აკადემიკოსი ალექსანდრე თვალჭელიძე, რომელმაც შარშან გამოსცა ნაშრომი „ნედლეულის ეკონომიკა“ ამბობს, რომ „გაზპრომ ექსპორტთან“ ფულად ანაზრაურებაზე გადასვლით, საქართველო დაახლოებით, 20-დან 30 მილიონ დოლარამდე დაკარგავს და ქვეყანა მთლიანად აზერბაიჯანული გაზის იმპორტზე გახდება დამოკიდებული.

„გაზპრომისთვის ძალიან მომგებიანია ფულად ურთიერთობაზე გადასვლა. ჩვენთვის კი წამგებიანი. რატომ? იმიტომ, რომ ის გადაიხდის საფასურს ტრანზიტში, იქედან გამომდინარე თუ რამდენად ჰყიდის გაზს სომხეთში. და, ჩვენ რომ დაგვჭირდეს „გაზპრომიდან“ გაზის შესყიდვა, ჩვენთვის ტარიფი იქნება აბსოლუტურად სხვა.

სომხეთი 1,8-ჯერ მეტ გაზს მოიხმარს, ვიდრე საქართველო და ეს 10 პროცენტი, გატარებული გაზისა, რაც გვრჩებოდა, ჩვენი წლიური მომხმარების, დაახლოებით, 12-13% იყო, საკმაოდ დიდია ეს მოცულობა, ამიტომ ჩვენთვის ახალი პირობები აშკარად წამგებიანია“

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სომხეთი დაახლოებით, 1,8-ჯერ მეტ გაზს მოიხმარს, ვიდრე საქართველო და ეს 10 პროცენტი, გატარებული გაზისა, რაც აქამდე გვრჩებოდა, ჩვენი წლიური მოხმარების, დაახლოებით, 12-13% იყო. საკმაოდ დიდია ეს მოცულობა, ამიტომ ჩვენთვის ახალი პირობები აშკარად წამგებიანია.“

რუსეთი სომხეთში გაზის ტრანზიტს, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენით ახორციელებს, რომელიც საქართველს ტერიტორიაზე, გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა და რეაბილიტაციის შემდეგ, მისი საპროექტო გამტარუნარიანობა წელიწადში - 12 მილიარდი კუბური მეტრია.

„გაზპრომ ექსპორტის“ განცხადებით, რომელიც გუშინ გავრცელდა, საქართველოს გაზსადენით, 2017-18 წლებში, რუსულ სახელმწიფო კომპანია სომხეთში - 2 მილიარდზე მეტი კბ/მ გაზის ექსპორტს გეგმავს.

ძველი პირობებით, ანუ სომხეთში ტრანზიტის, გაზით ანაზღაურების შემთხვევაში, საქართველოს ამ მოცულობიდან, დაახლოებით 38-40 მილიონი დოლარის ღირებულების ბუნებრივი აირი დარჩებოდა.

ტრანზიტის ფულადი ანაზღაურების დროს კი საქართველო ამ თანხის ნახევარზე მეტს კარგავს, ვინაიდან, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი მხოლოდ 221 კილომეტრია და თან, რუსეთი სომხეთს გაზს არა საბაზრო, არამედ დემპინგური ფასით აძლევს, 1000 კბ/მ-ს აირს მხოლოდ 165 დოლარად.

ექსპერტების თქმით, ახალ რეალობაში, რომელსაც „ გაზპრომ ექსპორტთან“ გაფორმებული ხელშეკრულება ქმნის, საქართველო ტრანზიტიდან მიღებული ფულით, გაზის იმ მოცულობის მხოლოდ ნახევრის შეძენას შეძლებს, რაც მანამდე ნატურის სახით რჩებოდა.

შესაბამისად, გაზის დეფიციტის ამოსავსებად, განსაკუთრებით, ზამთარში, გაზრდილი მოხმარების პირობებში, საქართველოს დაჭირდება კიდევ უფრო გაზარდოს იმპორტი აზერბაიჯანიდან ან დამატებითი მოცულობა ისევ რუსული „გაზპრომ ექსპორტიდან“ იყიდოს, ოღონდ უფრო მაღალი, კომერციული ფასით.

ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ „გაზპრომ ექსპორტთან“ მოლაპარაკება სცილდებოდა მხოლოდ ენერგეტიკის ჩარჩოებს და საჭიროებდა ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განხილვას, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე, რაც არ მომხდარა

„გვაქვს თუ არა გაკეთებული ანალიზი რისკების, რომლებიც შეიძლება გადაწყვეტილების მიმღებებს გაეთვალისწინებინათ და რეზერვად ჰქონოდათ როდესაც რუსეთს ელაპარაკებიან? გვაქვს თუ არა ენერგეტიკული სტრატეგია? ჩვენ მიგვყავს მოლაპარაკება თუ აქეთ თავს გვახვევენ და მხოლოდ რეაგირების რეჟიმში ვართ? გვყავს თუ არა ჩართული ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა? აი, ამ შეკითხვებზე პასუხი არის - არა“

„გვაქვს თუ არა გაკეთებული ანალიზი რისკების, რომლებიც შეიძლება გადაწყვეტილების მიმღებებს გაეთვალისწინებინათ და რეზერვად ჰქონოდათ როდესაც რუსეთს ელაპარაკებიან? გვაქვს თუ არა დაგეგვმა? გვაქვს თუ არა პროგნოზი, თუ როგორი მოხმარება გვექნება და რომელი წყაროებით უნდა დავიკმაყოფილოთ, მომავალ 5 და 10 წელიწადში? გვაქვს თუ არა ენერგეტიკული სტრატეგია? ჩვენ მიგვყავს მოლაპარაკება თუ აქეთ თავს გვახვევენ და მხოლოდ რეაგირების რეჟიმში ვართ? გვყავს თუ არა ჩართული ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა? აი, ამ შეკითხვებზე პასუხი არის - არა..“

საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია პოსტ-ფაქტუმ გამოეხმაურნენ რუსულ „გაზპრომ ექსპორტთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას.

პრეზიდენტ მარგველაშვილის აზრით, „ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, საბოლოოდ მივიღეთ უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, რასაც შესაძლოა სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემები მოჰყვეს“

ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობა“, მისი განაყოფი „ევროპული საქართველო“ და ასევე „თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში ენერგეტიკის მინისტრის მისვლას ითხოვენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა „ქართული ოცნება“ ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.

XS
SM
MD
LG