ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინების დახმარება გრძელდება


ამ დრომდე ერთ მესამედზე მეტი თანხის შეგროვება მოხერხდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ამ დრომდე ერთ მესამედზე მეტი თანხის შეგროვება მოხერხდა ფილიპინებისთვის გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის მიზნით.
გაეროს ჰუმანიტარული საკითხების კოორდინაციის ოფისის წარმომადგენელი ორლა ფაგანი ამერიკის ხმას უცხადებს, რომ გაეროს დასახული ამოცანის მისაღწევად და ადექვატური ფინანსების შესაგროვებლად „დაჟინებული ძალისხმევა“ იქნება საჭირო.
„ჩვენ, დასახული თანხის მხოლოდ 37 პროცენტი გვაქვს შეგროვებული. ამ თანხის ასი პროცენტი აუცილებელ და გადაუდებელ საჭიროებებზეა გათვლილი და მას არაფერი აქვს საერთო გრძელვადიან დახმარებასა და სამომავლო განვითარების მიზნებთან. განაცხადა ფაგანმა.
XS
SM
MD
LG