ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიმატური ცვლილებების ანგარიში


გაეროს მონაცემებით ბოლო 10 წლის მანძილზე 2013 წელი დედამიწაზე ყველაზე ცხელი იყო

გაეროს მონაცემებით ბოლო 10 წლის მანძილზე 2013 წელი დედამიწაზე ყველაზე ცხელი იყო. ამერიკის ხმის კორესპოდენტმა ლისა შლეინმა გაეროს ანგარიშის შესახებ ინფორმაცია ჟენევიდან მოგვაწოდა.

ზომოხსენებული კვლევა გამოქვეყნდა ვარშავაში მიმდიდნარე გაეროს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული კონფერნციის პარალელურად. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მეცნიერ-მკვლევარები იმედოვნებენ, რომ ანგარიშის შედეგებს გაითვალისწინებენ კონფერენციაზე დამსწრე სახწელმწიფოთა წარმომადგნელები.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის კვლევამ დააფიქსირა რეგიონულ და ქვეყნების დონზე ტემპერატურული მატების ტენდენცია. დაწვრილებით იქნა შესწავლილი ნალექის, წყალდიდობების, გვალვის, ტოპიკული ციკლონების, ყინულოვანი საფარის და ზღვის დონის მონაცემები.
მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივნის მაიკალ ჯარუდის განცხადები, მონაცემები მეთყველებს დათბობის ტენდენციებზე:
„დაფიქსირებული მონაცემებით, ბოლო ათწლეული იყო ყველზე ცხელი ათლწული ის რასაც უწინ ჩვენ თბილ წელს ვედძახდით, 98 წლის შემდეგ კიდევ უფრო დათბა.“
მაიკალ ჯარუდის თქმით, კარბონ დიოქსიდის კონცენტრაცია ატმოსფეროში და სათბური გაზების აქტიური მატება 2012 წელს კიდევ უფრო გაიზარდა. მისივე განცხადებით, მომავალში მოსალოდნელია ამ მაჩვენებლების უპრეცენდენტო ზღვრამდე აწევა, რაც თვის მხრივ ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო დათბობას გამოიწვევს.
დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის მატება კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული პრობლემის მხოლოდ ნაწილს შეადგენს. საყურადღებოა გვალვის, წყალდიდობების და ექსტრემალური ნალექების მნიშვნელობაც ამ ციკლში.

როგორც მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალური მდივანი მაიკალ ჯარუდი აცხადებს, ზღვის დონის ცვლილება სანაპირო ზოლზე მცხოვრებ პირთათვის დიდ პრობლემებს ქმნის. ფილიპინებზე ახლახანს მომხდარი ტაიფუნი ამის ნათელი მაგალითი გახდა.

„ფილიპინების მახლობლად, ზღვის დონემ ბოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით სამ- ოთხჯერ იმატა. ეს ფაქტორი ნამდვილად მოქმედებს დედამიწის კლიმატურ ცვლილებებზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, რომ არა წყლის არსებული დონე, 100 წლის წინ, მსგავსი ქარი ვერ გამოიწვევდა ასეთ დამანგრეველ ტაიფუნს.“

2013 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, დედამიწის ხმელეთის ნაწილზე ნორმაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. ამის ნათელი მაგალითი გახდა ავსტრალია, სადაც ცხელი ჰაერის მასების ტლღა საგრძნობლად გაიზარდა. ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოაღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ევრაზიის დიდი ნაწილი რეკორდულად მაღალი ტემერატრურით გამოირჩეოდა.

ამის გარდა ჩრდილოეთ ამერიკის დიდ ნაწილში ნალექის არნახული რაოდენობა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც სამხრეთ აფრიკის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ანგოლა და ნამიბია, 30 წლის მონაცემებით ყველაზე გვალვიანი წელი იყო.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, არქტიკის ყინულოვანი საფარი 2013 წლის განმავლობაში შედარებით უცვლელი დარჩა, 2012 წელს უპრეცედენტო ლღვობის ფონზე. თუმცა მდგომარეობა ამ მხრივაც არ არის შესაშური.
XS
SM
MD
LG