ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინების დახმარება იზრდება


ამერიკის მთავრობას ფილიპინების დასახმარებლად დღემდე 37 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი

ფილიპინებში ტაიფუნით დაზარალებული ქალაქებისთვის დახმარების მიწოდება მნიშვნელოვნად გააქტიურდა. შეერთებული შტატების სამხედრო შვეულმფრენებმა ორშაბათ დილით წყლის, სურსათისა და აუცილებელი ნივთების მიწოდება დაიწყეს მაღალმთიან რაიონებში და კუნძულებზე დარჩენილი მოსახლეობისთვის.

ამერიკული ავიამზიდი „ჯორჯ ვაშინგტონი“ ჰუმანიტარული დახმარების ცენტრის ფუნქციას ასრულებს, საიდანაც ვერტმფრენებით ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება. ავიამზიდზე ასევე მოწყობილია საავადმყოფო, სადაც ასობით დაშავებული ადამიანისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ხდება.

ამერიკის მთავრობას ფილიპინების დასახმარებლად დღემდე 37 მილიონი დოლარი აქვს გამოყოფილი.
XS
SM
MD
LG