ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პრობლემა ფილიპინებში


დაზარალებულების დიდ ნაწილს დახმარება ან მცირე რაოდენობით მიეწოდა ან საერთოდ არ მიუღია

ფილიპინების მთავრობა ცდილობს გაამართლოს საკუთარი პოზიცია ტაიფუნი ჰაიანის მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის დახმარების აღმოჩენის მხრივ. ტაიფუნი ქვეყანას ერთი კვირის წინ დაატრყდა თავს და დაზარალებულების დიდ ნაწილს დახმარება ან მცირე რაოდენობით მიეწოდა ან საერთოდ არ მიუღია.

შინაგანი საქმეები მდივანმა მარ როხასმა განაცხადა, რომ ასეთ სიტუაციებში დახმარების აღმოჩენის სიჩქარე და დროულობა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ის პარასკევს სტიქიით დაზარალებულ ქალაქ ტაკლობანს ეწვია, სადაც აღნიშნა, რომ დახმარება ხალხს მასობრივად და დაუყოვნებლივ სჭირდება, თუმცა ყველასთან მისვლა შეუძლებელია.

ამ ფონზე, ამერიკის საზღვაო ძალებმა ხუთშაბათს მასობრივი ჰუმანიტარული პროგრამა დაიწყეს.
XS
SM
MD
LG