ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პარლერი“ რუსული ტექნოლოგიური ფირმის დახმარებით ნაწილობრივ აღდგება


სოციალური მედიის პლატფორმა „პარლერი“, რომელიც მემარჯვენე შეხედულებების მქონე ამერიკელებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ინტერნეტსივრცეში ნაწილობრივ დაბრუნდა. პლატფორმას ამაში რუსული ტექნოლოგური კომპანია დაეხმარა.

„პარლერი“ ინტერნეტ სივრციდან მას შემდეგ გაქრა, რაც „ამაზონმა”, რომელიც მის ვებგვერდს მასპინძლობდა და მისმა პარტნიორებმა, საიტისა და აპლიკაციის საკუთარ სივრცეში განთავსებაზე უარი განაცხადეს. ამის მიზეზად 6 იანვარს განვითარებული მოვლენების დროს, ცუდი მოდერაცია დასახელდა. პლატფორმის მომხარებლები, სოციალურ მედიაში ძალადობის შესახებ მოწოდებებს ავრცელებდნენ და კაპიტოლიუმზე თავდასხმას აქებდნენ.

ორშაბათს, სოციალური ქსელის ვებგვერდი კვლავ ხელმისაწვდომი გახდა. ვებგვერდზე განთავსებული იყო ქსელი აღმასრულებელი დირექტორის გზავნილი იმის შესახებ, რომ მუშაობს პლატფორმის სრულფასოვნად ფუნქიონირების აღსადგენად.

„როიტერთან“ საუბრისას, ექსპერტი გილმეტი აცხადებს, რომ ინტერნეტ-პროტოკოლის მისამართი „DDos-Guard“, რომელიც „პარლერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გამოიყენა, ორ რუსი მფლობელის საკუთრებაშია. კომპანია ვებგვერდებს დაცვის მომსახურებით უზრუნველყოფს.

პლატფორმის სრულად აღდგენის შემთხვევაში, მომხარებლებს კვლავ ექნებათ ქსელში პოსტების, კომენტარებისა და ვიდეოების განთავსების საშუალება. მომხარებლები, ვებ გვერდს, „პარლერის“ სატელეფონო აპლიკაციას ამჯობინებენ, თუმცა პლატფორმა „ეფლისა“ და „გუგლის“ სტისტემებში კვლავ მიუწვდომელი რჩება.

„DDoS-Guard“ მომსახურებას უწევს სხვა ვებგვერდებს, რომლებიც ასევე რასისტული, რადიკალ მემარჯვენე იდეოლოგიას ავრცელებს და ხელს უწყობს შეთქმულების თეორიების გავრცელება-გამყარებას. კომპანიას ასევე უზრუნველყოფს რუსეთის სამთავრობო ვებგვერდებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG