ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკას 2.5 მლნ სამუშაო ადგილი მოაკლდება


კონგრესის საბიუჯეტო ოფისის გათვლებით, ახალი იჯანდაცვის კანონი ქვეყანაში სამუშაო ბაზარს ორი მილიონი სრულ-განაკვეთიანი სამუშაო ადგილით შეამცირებს.

ანგარიში სამშაბათს გამოქვეყნდა და ის სავარაუდოდ გაააქტიურებს დებატებს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჯანსაღია ეკონომიკისთვის საყოველთაო დაზღვევის კანონი, რომელიც „ობამაქეარის“ სახელითაა ცნობილი. საბიუჯეტო ოფისის ანალიზში ნათქვამია, რომ თუ ადამიანების ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი სამუშაო ადგილთან არ იქნა დაკავშირებული, მათ შეიძლება მუშაობისგან თავი შეიკავონ ან ნახევარ განაკვეთზე იმუშაონ. თუ საბიუჯეტო ოფისის გათვლები გამართლდა, 2024 წლისთვის ამერიკაში 2.5 მილიონით ნაკლები სრულგანაკვეთიანი სამუშაო ადგილი იქნება.
XS
SM
MD
LG