ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავარაუდოდ, მსოფლიოში კიბოს შემთხვევები გაიზრდება



მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კიბოს სააგენტოს ახალი ანგარიშის მიხედვით, უახლოეს 20 წელიწადში მსოფლიოში კიბოს შემთხვევები 57 პროცენტით მოიმატებს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია პრევენციული ზომების განვითარება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ სამშაბათს გამოცემულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ უახლოეს მომავალში დედამიწაზე კიბოს დაავადების შემთხვევების ასეთი ზრდა ადამიანური კატასტროფის გამომწვევი მიზეზი გახდება. 2014 წლიდან მომდევნო 20 წლის განმავლობაში სიმსივნით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი დედამიწაზე ყოველწლიურად 14 მილიონიდან 22 მილიონამდე მოიმატებს. კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა კი წელიწადში რვა მთელი ორი მეათედი მილიონიდან 13 მილიონამდე გაიზრდება.

კიბოს დაავადებების ზრდა ძირითადად ასაკოვან ადამიანებშია მოსალოდნელი, რაც უბიძგებს მოსახლეობას და ჯანდაცვის სფეროს ყურადღება გაამახვილონ ისეთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, როგორიცაა სიგარეტის მოწევის თავის დანებება და ალკოჰოლისა და შაქრის დოზების შემცირება. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა გაძლიერდეს ადრეული დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა, ასევე გაფართოვდეს აცრები კიბოს ისეთ ინფექციურ დაავადებებათა წინააღმდეგ, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის და ღვიძლის კიბოს დაავადებები.
XS
SM
MD
LG