ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უმუშევრობის კანონპროექტი სენატში


უმუშევრობის დახმარების გაგრძელებაში დემოკრატები ეკონომიკურ სარგებელს ხედავენ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:45 0:00
ბმული

იმ ამერიკელებმა, რომლებიც ბოლო 26 კვირის განმავლობაში უმუშევრად იყვნენ, უმუშევრობის დახმარების ბოლო თანხა გასულ კვირას მიიღეს.

უმუშევარი შადე ვილსონი ამბობს:

„ახლა სხვადასხვა ანგარიშებზე გადასახდელი მაქვს და ამის არანაირი საშუალება არ გამაჩნია.“

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რიდმა ორშაბათს დანიშნა პირველი კენჭისყრა კანონპროექტზე, რომელიც სამი თვით გააგრძელებს უმუშევრობის დახმარების გაცემას მათზე, ვინც ხანგრძლივი დროის განმავლობაში არის უმუშევრად. კანონპროექტს წარმატებისთვის ორპარტიული მხარდაჭერა სჭირდება.

სენატორი ჰარი რიდი ამბობს:

„ეს საკითხი პოლიტიკურად საკმაოდ აქტუალურია. დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც ხანგრძლივი უმუშევრობის მსხვერპლნი არიან.“

ამ მცდელობას პრეზიდენტი ბარაკ ობამაც უჭერს მხარს.

„ამერიკელებს გაჭირვებაში არ მივატოვებთ. სანამ ისინი ახალ სამსახურს დაიწყებენ, განვაგრძობთ მათ მხარდაჭერას. თუ ადამიანებს იმის საშუალება არ ექნებათ, რომ გადაიხადონ ანგარიშებზე და შეიძინონ ისეთი აუცილებელი საგნები, როგორიცაა საკვები და ტანსაცმელი, ამით ადგილობრივი ბიზნესები დაზარალდებიან და უფრო ნაკლებ მუშახელს დაიქირავებენ.“

კანონპროექტი სენატში რომ დამტკიცდეს კიდეც, კენჭისყრის შედეგი, რესპუბლიკელებით დომინირებულ წარმომადგენელთა პალატაში, გარანტირებული სულაც არ არის. ბევრ რესპუბლიკელ კანონმდებელს აღელვებს ამ შეღავათების გაგრძელებით გამოწვეული ფინანსური შედეგები და ასევე ის, თუ როგორ გავლენას მოახდენს ეს თვითონ სამსახურის მძებნელებზე.

სენატორი რენდ პოლი ამბობს:

„მე არასწორად მიმაჩნია ამისთვის ჩინეთისგან ფულის სესხება ან უბრალოდ ფულის ნიშნების დაბეჭდვა. თუმცა მე არ ვარ უმუშევრობის დაზღვევის წინააღმდეგ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამით რაც უფრო დიდხანს სარგებლობ, მით უფრო გიმცირებს მუშაობის სტიმულს.“

უმუშევრობის დახმარების გაგრძელებაში დემოკრატები ეკონომიკურ სარგებელს ხედავენ და ასევე ხედავენ ამისთვის ბრძოლის პოლიტიკურ სარგებელსაც, მიუხედავად იმისა, წარმატებას მიაღწევენ თუ ვერა.

თომას მანი ბრუკინგსის ინსტიტუტის ანალიტიკოსია

„ვფიქრობ ეს ძალიან, ძალიან სადავო საკითხია, მაგრამ ეს ისეთი საკითხია, რომელიც პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, რესპუბლიკელებს აიძულებს მოძებნონ მისი დადებითად გადაწყვეტის გზა. გაჭირვებაში მყოფი ადამიანებისათვის დახმარებაზე უარის თქმა, უაღრესად არაპოპულარული ნაბიჯი იქნებოდა.“ - ამბობს თომას მანი.

ამასობაში რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვლავ დარჩება ის საწყისი პრობლემები, რომლებიც თან ახლდა პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის კანონს.
XS
SM
MD
LG