ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ყოფილი არჩეული მაღალჩინოსნების გამოძიებას თვალს ადევნებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლოგო
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ წარმოებულ ლეგალურ საქმეებს. 27 დეკემბერს პრესისთვის გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს საქართველოს მთავრობის მიდგომას ყოფილი არჩეული მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებთან დაკავშირებით და ხელახლა მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს სკულპულოზურად და გამჭვირვალედ დაიცვან სამართლიანი პროცესი და კანონის უზენაესობა.“

განცხადებაში ასევე ნათქვამია: „შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მხარეს გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა საერთო მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გამყარებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაში მდგომარეობს."

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG