ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩაკ ჰეიგელი: შევამოწმებთ ყველაფერს!


ორშაბათს, ვაშინგტონში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, ამერიკის თავდაცვის მდივნის ბრძანებით მსოფლიოში განლაგებული ამერიკული თავდაცვის უწყების ობიექტებზე ფიზიკური უსაფრთხოების ზომები შემოწმდება.
სამხედრო და დამოუკიდებელი ექსპერტები ყველა ობიექტზე ანალოგიურ პროცედურებსა და შემოწმებას ჩაატარებენ, საშვების დაშვების პოლიტიკის გადამოწმების ჩათვლით.

ჩაკ
ჰეიგელმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ "შემოწმდება ყველაფერ" და "ჩავარდნების აღმოჩენისას, მათი აღმოფხვრა მოხდება.“
თავდასხმის ეჭვმიტანილი ორგანიზატორი არონ ალექსისი სამხედრო -საზღვაო ბაზაზე შესატყვისი, კანონიერი საბუთით აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG