ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ასეანის მორიგი სამიტი


ბრუნეის სამიტზე სამხრეთ აზიის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სამხრეთ ჩინეთის ზღვის თემაზე ისაუბრებენ

სამხრეთ ჩინეთის ზღვასთან დაკავშირებული ტერიტორიული უთანხმოება სამხრეთ აზიის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მთავარ საკითხად რჩება. ბრუნეიში ასეანის სამიტი დღეს დაიწყო და სულ ორი დღე გასტანს.

ბრუნეის სამიტში შეერთებული შტატების, ჩინეთის, იაპონიის, სამხრეთ კორეის და სხვა რეგიონალური ძალაუფლების მქონე სახელმწიფოთა ოფიციალური პირები მონაწილეობენ. ამერიკის თავდაცვის მდივანი, ჩაკ ჰეიგელი მხარეებს კონსტრუქციული მოლაპარაკების მოწყობას ურჩევს და ამ მიზნით ბრუნეიში ჩინელ კოლეგა გენერალ ჩან უანკვანს ხვდება. რეგიონში ბევრი ქვეყანა ტერიტორიული დავის მიმდინარეობის პერიოდში ყველაზე აგრესიულ ქმედებაში სწორედ ჩინეთს ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG