ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატები დაპირისპირებაში მხარს არავის დაუჭერს


აზიის რამდენიმე სახელმწიფო ჩინეთს ენერგორესურსებით მდიდარი რეგიონის აგრესიული ტაქტიკით დაცვაში ადანაშაულებს

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ აზიურ წყლებში შექმნილმა დაძაბულობამ შესაძლოა სამომავლოდ სერიოზული კონფლიქტები გამოიწვიოს.

ეს განცხადება ჩაკ ჰეიგელმა დღეს ბრუნეიში გააკეთა, სადაც აზიის ქვეყნების ლიდერები ასეანის სამიტზე ჩინეთთან პრეტენზიების გამო შეიკრიბნენ.
პენტაგონის შეფის განცხადებით, ტერიტორიული მოთხოვნების წამოყენება არაეფექტური იქნება და რეგიონში კონფრონტაციის რისკს გაზრდის. ეს კი საბოლოოდ დიპლომატიის განვითარებას შეუშლის ხელს.

აზიის რამდენიმე სახელმწიფო ჩინეთს ენერგორესურსებით მდიდარი რეგიონის აგრესიული ტაქტიკით დაცვაში ადანაშაულებს.

შეერთებული შტატების განცხადებით, ის დაპირისპირებაში მხარს არავის დაუჭერს, თუმცა ვიეტნამთან და ფილიპინებთან სამხედრო თანამშრომლობას გააძლიერებს.
XS
SM
MD
LG