ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი დიქტატორი სასამართლოს წინაშე წარსდგება


ჟოზე ეფრაინ რიოს მონტის გასულ წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ შინაპატირმობაში იმყოფება. მას, როგორც კონგრესის წევრს, იმუნიტეტი იცავს

გვატემალის სასამართლომ გასცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყოფილ დიქტატორს ჟოზე ეფრაინ რიოს მონტის გენოციდის მოწყობაშჲ ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხავენ. 1980 წელს მოწყობილი გენოციდის დროს 2000 ადამიანი დაიღუპა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლათინური ამერიკის ქვეყანაში ყოფილ პრეზიდენტს მკვლელობისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით დაკითხავენ.

მონტი გასული წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ შინაპატირმობაში იმყოფება. მას, როგორც კონგრესის წევრს, იმუნიტეტი იცავს.

86 წლის ყოფილ დიქტატორს ბრალად ედება 1982-1983 წლებში მასობრივი მკვლელობის ორგანიზება, რომლის დროსაც ქალები, ბავშვები და უიარაღო მამაკცები დახოცეს.
XS
SM
MD
LG