ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლადო აფხაზავა: „პიტერის სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს”


კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გახდა

მასწავლებლის გლობალური ჯილდოსა და მთავარი პრიზის 1 მილიონი აშშ დოლარის მფლობელი 36 წლის პიტერ ტაბიჩი გახდა, მასწავლებელი კენიის ნაკურუს მხარიდან, რომელიც ერთ-ერთ უღარიბეს სოფელ პვანში, კერიკოს სკოლაში მათემატიკას და ფიზიკას ასწავლის.

პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი დღეს დუბაიში, პალმის ხელოვნულ კუნძულზე, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ატლანტისში“ მეგა დაჯილდოვებაზე გამოვლინდა, გალა შოუს ავსტრალიელი მსახიობი ჰიუ ჯეკმენი უძღვებოდა, გამარჯვებულის ვინაობა სწორედ მან გამოაცხადა.

Global Teacher Prize-ის გამარჯვებული
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:10 0:00

ტაბიჩიმ, რომელმაც კენიიდან არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩასასვლელად, ცხოვრებაში პირველად იფრინა თვითმფრინავით, ცხრა კონკურენტს აჯობა, მათ შორის, მასწავლებელს გურიიდან, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საშუალო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგს ლადო აფხაზავას.

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოსთვის 179 ქვეყნის 10 000-ზე მეტი პეგადოგი იბრძოდა, სპეციალურმა ჟიურიმ ჯერ საუკეთესო 50 მასწავლებელი შეარჩია, შემდეგ 10 საუკეთესო გამოავლინა.

ტაბიჩისა და და აფხაზავას გარდა, საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ: მელისა სალგუერო აშშ-დან, მარტინ სალვეტი არგენტინიდან, ჰიდეკაზუ შოტო იაპონიიდან, დებორა გაროფალო ბრაზილიიდან, დიეზი მარტენსი ჰოლანდიიდან, იასოდაი სელვაკუმარანი ავსტრალიიდან, სვარუპ რავალი ინდოეთიდან და ენდრიუ მოფატი დიდი ბრიტანეთიდან.

პიტერ ტაბიჩის წარდგენა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:30 0:00

საბოლოოდ, კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა პირველი მასწავლებელი აფრიკის კონტინენტიდან, რომელმაც მასწავლებლის გლობალური ჯილდო მოიგო:

„მხოლოდ ფულში არ არის საქმე, მე მინდა გავაცოცხლო იმედი და ხელი შევუწყო განათლებას, არა მხოლოდ კენიაში, არამედ მთელ აფრიკაში. ეს უდიდესი კონტინენტია. მე აქ ვიმყოფები მხოლოდ იმის წყალობით, რასაც მიაღწიეს ჩემმა მოსწავლეებმა. ეს ჯილდო აძლევთ მათ შანსს, ეუბნება მთელ მსოფლიოს, რომ ყველაფერი შესაძლებელია..

მე აქ ვიმყოფები მხოლოდ იმის წყალობით, რასაც მიაღწიეს ჩემმა მოსწავლეებმა. ეს ჯილდო აძლევთ მათ შანსს, ეუბნება მთელ მსოფლიოს, რომ ყველაფერი შესაძლებელია!"
პიტერ ტაბიჩი, კენიელი პედაგოგი, 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი

მჯერა, რომ მალე აფრიკას ეყოლება მეცნიერები, ინჟინრები, ბიზნესმენები, რომელთა სახელები ცნობილი იქნება მთელ მსოფლიოში...

უნდა გააკეთო ბევრი, ილაპარაკო ნაკლები და კარგად გესმოდეს მოსწავლეების, მათი მეგობარი უნდა იყო, ეს არის ჩემი მუშაობის პრინციპი“ - აღნიშნა პიტერ ტაბიჩიმ, რომელიც ფრანცისკანელთა ორდენის წევრია.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსს Varkey-ს ფონდი მეხუთე წელია ატარებს. 2015 წელს, პირველი გამარჯვებული, მეინის შტატიდან ლიტერატურის პედაგოგი, ამერიკელი ნენსი ეტველი გახდა. 2016 წელს ჯილდო პალესტინელმა ჰანან ალ-ჰრუბმა მიიღო. 2017 წელს - კანადელმა მასწავლებელმა მეგი მაკდონელმა გაიმარჯვა, 2018 წელს კი მთავარი პრიზი ხელოვნების მასწავლებელს, ბრიტანელ ანდრია ზაფირაკუს ხვდა წილად.

საქართველომ გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია მხოლოდ 2017 წელს მიიღო და იმავე წელს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ჩიბათის საშუალო სკოლის პედაგოგი ლადო აფხაზავა გახდა. პირველმა სწორედ მან წარმოადგინა საქართველო მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე.

ლადო აფხაზავას წარდგენა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:57 0:00

მასწავლებელი გურიიდან, რომელიც ერთ-ერთი პირველი დაუპირისპირდა არასრულწლოვანთა არანებაყოფლობით შრომას და თურქეთის თხილისა და ჩაის პლანტაციებიდან არაერთი მოსწავლე მოააბრუნა ჩიბათის სკოლის მერხებზე, საბოლოოდ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტობას დასჯერდა. თუმცა, თავად ლადო აფხაზავა თავს გამარჯვებულად მიიჩნევს:

მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი და მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე“
ლადო აფხაზავა, ჩიბათის საშუალო სკოლის მასწავლებელი

„ვულოცავ პიტერ ტაბიჩის 2019 მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მიღებას. ის ნამდვილად გამორჩეული მასწავლებელი და პიროვნებაა. დღეს მისი გამოცდილება და სიტყვა ყველაზე მეტად სჭირდება სამყაროს.
მეც თავს გამარჯვებულად ვგრძნობ რადგან შევძელი მსოფლიოსათვის გადამეცა ქართველი მასწავლებლის სათქმელი და მოვახერხე ჩემი ქვეყნის სახელი გამეტანა მსოფლიოს წინაშე.“ - ასე გამოეხმაურა ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში გლობალური კონკურსის საბოლოო შედეგებს.

მასწავლებლის გლობალური ჯილდოსა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ისტორია კი გრძელდება. 2018 წლის საქართველოს საუკეთესო მასწავლებელი, ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების პედაგოგი მანანა კაპეტივაძე გახდა.

2019 წლის კონკურსი კი ამჟამად მიმდინარეობს და წლის საუკეთესო პედაგოგის ვინაობა 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს გახდება ცნობილი. გამარჯვებულებს ისევ აქვთ შესაძლებლობა საქართველო მასწავლებლის გლობალურ ჯილდოზე წარმოადგინონ.

ლადო აფხაზავა ჩიბათში
ლადო აფხაზავა ჩიბათში

..დუბაიში, Global Teacher Prize 2019 ფინალისტებთან ერთად
..დუბაიში, Global Teacher Prize 2019 ფინალისტებთან ერთად

Facebook Forum

XS
SM
MD
LG