ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სკოლიდან ციხეში: რატომ ხდებიან მოსწავლეები სადისტი მკვლელები?


ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული, არასრულწლოვანი გ.ჯ პოლიაციას დღეს ჩაბარდა
ორი მოსწავლის მკვლელობაში ბრალდებული, არასრულწლოვანი გ.ჯ პოლიაციას დღეს ჩაბარდა

თბილისსა და წყალტუბოში, ორი დღის განმავლობაში, სამი სკოლის მოსწავლის სასტიკ მკვლელობაზე პასუხისმგებლობას, სახალხო დამცველი სახელმწიფოს და საზოგადეობას აკისრებს. უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ „არასრულწლოვანი, მისი საუკეთესო ინტერესები და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების მიღმაა დარჩენილი.“

პირველი ტრაგედია 1 დეკემბერს, თბილისში მოხდა. 51-ე საჯარო სკოლის ორი მე-11 კლასელი ლევან დ. და დათო. ს ხორავას ქუჩაზე, მოსწავლეთა შორის ჯგუფური ჩხუბის დროს, დანით უსასტიკესად აჩეხეს. ლევანი რამდენიმე ჭრილობით ადგილზევე დაიღუპა, დათო კი 14 ჭრილობით მეორე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2 დეკემბერს კი მეორე ტრაგედია უკვე წყალტუბოს რაიონში დატრიალდა. სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლის მე-12 კლასელი თორნიკე ბ. საქმის გასარჩევად სასაფლაოზე წაიყვანეს და მისმა ყოფილმა სკოლელმა ის დანით მოკლა. დანაშაულში ბრალდებული ი.ტ გუშინ თბილისში დააკავეს.

სოფელ ოფშკვითში თანაკლასელის მკვლელობაში ბრალდებული ი.ტ
სოფელ ოფშკვითში თანაკლასელის მკვლელობაში ბრალდებული ი.ტ

თბილისში მომხდარ მკვლელობაში ორივე ბრალდებული პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლეა. პოლიციამ არასრულწლოვანი გ.ბ 2 დეკემბერს დააკავა, ხოლო მეორე ბრალდებული გ.ჯ სამდღიანი მალვის შემდეგ, სამართალდამცავებს დღეს ჩაბარდა. „დანაშაულის დაფარვის“ ბრალდებით, ასევე პასუხისგებაშია მიცემული კიდევ ხუთი პირი, მათ შორის ერთ-ერთი, ჩხუბში მონაწილე მოსწავლის მშობელი თ.კ-ა, იგი შსს-ს თანამშრომელია.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც თანამდებობას ოთხ დღეში ტოვებს, ამბობს, რომ არაერთი რეკომენდაციით მიმართა მთავრობას და განათლების სამინისტროს „საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების დახვეწის მოთხოვნით,“ თუმცა უშედეგოდ:

საქართველოს საჯარო სკოლებში ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო და რჩება საგანგაშოდ. ბოლო წლების მანძილზე, სკოლებში სისტემური ხასიათი აქვს ბულინგს, მოსწალეებზე ძალადობას და ამას ადექვატური რეაგირება, ჩვენი რეკომენდაციების მიუხედავად, სამწუხაროდ, არ მოჰყოლია. ბავშვი კვლავ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრია"
უჩა ნანუაშვილი, სახალხო დამცველი

„საჯარო სკოლებში ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა იყო და რჩება საგანგაშოდ. ბოლო წლების მანძილზე, სკოლებში სისტემური ხასიათი აქვს ბულინგს, მოსწავლეებზე ძალადობას და ამას ადექვატური რეაგირება, ჩვენი რეკომენდაციების მიუხედავად, სამწუხაროდ, არ მოჰყოლია.

ბავშვი კვლავ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრია. სისტემური მიდგომის გზით უნდა შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულება. ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით განსაკუთრებული როლი ენიჭებათ როგორც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, ისე ოჯახსა და საზოგადოებას.“

2016-2017 წლებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები, სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრმა, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, მოსწავლეთა სასტიკ მკვლელობათა სერიამდე, თვენახევრით ადრე გამოაქვეყნა.

გლოვა თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან
გლოვა თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან

სპეციალურ ანგარიშში, რომელმაც საქართველოს 98 საჯარო, 5 კერძო სკოლა და 6 სკოლა-პანსიონი მოიცვა,ნათქვამია, რომ „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და არასათანადო მოპყრობისაგან კვლავ გამოწვევად რჩება:

  • ხშირია ბავშვის მიმართ უფროსებისა და თანატოლების მხრიდან, როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები
  • მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართო მასშტაბით გავრცელებული ფორმაა
  • სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების და ძალადობის ფორმების შესახებ
  • დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ ხორციელდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მიმართული რეაგირება
  • არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები
  • სკოლებს არა აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა
  • გამოკითხულ მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს - ცემას, 37% და 12.7% - წამორტყმას, 42.5% და 13.9% - ყურის აწევას
  • სკოლებში ძალადობის სხვადასხვა ფორმებიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, საკუთრივ მოსწავლეთა, სკოლის ადმინისტრაციის, დამრიგებლის და საგნის მასწავლებლის მხრიდან. ამასთან, სკოლის თანამშრომელთა 25 % ყვირილს ძალადობად არ მიიჩნევს

სახალხო დამცველის კონკრეტულ რეკომენდაციებს ამ მიმართულებით რეაგირება არ მოჰყოლია. განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მისი უწყების კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ საჯარო სკოლებში ძალადობისა და ბულინგის პრევენციისა და აღმოფხვრის მიზნით, მანდატურის სამსახური ისევ გაძლიერდება:

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს: ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება, მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოირდინირებული მოქმედება, საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიციის ჩართვა"
მიხეილ ჩხენკელი, განათლების და მეცნიერების მინისტრი

„მე შევხდი შსს მინისტრს და შევქმენით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს: ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერება; მანდატურის სამსახურსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედება; საწყის ეტაპზე სკოლების უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიციის ჩართვა;

გარდა ამისა, გააქტიურდება მუშაობა სკოლებში ბულინგისა და ძალადობის წინააღმდეგ; 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს ფსიქოლოგიური სამსახურის ცხელი ხაზი.“

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მკვლელობის გამო, თბილისის პირველი ექსპერიმენტარული საჯარო სკოლის მოსწავლეებს გ.ბ-ს და გ.ჯ-ს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა მირზა სუბელიანმა დატოვა. მიზეზი მისი შვილია, რომელიც ამ სკანდალურ საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმე და ფიგურანტია.

როგორც თბილისში, ისე სოფელ ოფშკვითში მომხდარ მკვლელობებზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მიმდინარეობს. ეს მუხლი სასჯელის ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ხორავას ქუჩის ორმაგ მკვლელობაზე ბრალდებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

"ნუ მომკლავ" - მდუმარე აქცია თბილისის 51-ე სკოლასთან
"ნუ მომკლავ" - მდუმარე აქცია თბილისის 51-ე სკოლასთან

Facebook Forum

XS
SM
MD
LG