ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეროვნული ბანკი: ინფლაციის მოლოდინი უსაფუძვლოა


ლარის შეფარდება დოლართან: 2011 იანვარი - 2013 დეკემბერი
ლარის შეფარდება დოლართან: 2011 იანვარი - 2013 დეკემბერი

საქართველოს მთავრობა ლარის გაუფასურებაში საპანიკოს ვერაფერს ხედავს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:46 0:00
ბმული

თითქმის ორთვიანი გაუფასურების შემდეგ, დღეს თბილისში 1 ამერიკული დოლარის ყიდვა, ოფიციალური კურსით, 1,7451 თეთრად იყო შესაძლებელი. ბოლო სამი წლის მანძილზე, გაუფასურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შობა დღეს, 7 იანვარს დაფიქსირდა, როცა 1 დოლარი 1,7466 თეთრი ღირდა.

ეროვნული ვალუტის ასეთი შეფარდება ამერიკულ დოლართან ბოლოს, 2011 წლის თებერვალში იყო (1,7493). ბოლო ოთხი თვის მანძილზე კი ლარი (1,6563) თითქმის 9 თეთრით გაუფასურდა.

ბიზნესს სექტორისა და განსაკუთრებით, იმპორტიორების დასამშვიდებლად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უკვე შეხვდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გაწევრიანებულ მეწარმეებს.

ბიზნესმენთა უმსხვილესი გაერთიანების წინაშე გამოსვლისას გიორგი ქადაგიძემ ხაზი გაუსვა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს

„ლარის კურსი მომავალშიც იქნება მერყევი, მაგრამ რა თქმა უნდა, ფინანსურ სტაბილურობა არის უზრუნველყოფილი და გარანტირებული ეროვნული ბანკის მიერ.

ლარის გაუფასურების მიმართ, განსაკუთრებით მგძნობიარეა მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც სესხები აქვს დოლარში და შემოსავალი ლარში. ზუსტად ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ლარში სესხების ხელმისაწვდომობის გაზრდა.

ზუსტად ამიტომაც, ფიზიკური პირების სესხების ნახევარზე მეტი უკვე არის ლარში დენომინირებული.“

2013 წლის პირველ ნახევარში, ეროვნულ ბანკმა ლარის კურსის გამყარების მიზნით - 550 000 000 დოლარი იყიდა, წლის მეორე ნახევარში კი 220 000 000 ამერიკული დოლარი გაყიდა. დამატებით კიდევ გაიყიდა 60 000 000 დოლარი 2014 წლის იანვარში.

ამავე დროს, გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა დაფარა სავალუტო ფონდის სესხის ნაწილი - 240 000 000 დოლარი. ბანკში ვარაუდობენ, რომ 2014 წლის მესამე კვარტლიდან მთლიანად დაფარავენ სავალუტო ფონდის სესხს და პირველად,1994 წლიდან, საქართველოს ეროვნულ ბანკს საგარეო ვალი აღარ ექნება.

ეროვნულ ბანკში ხაზს უსვამენ, რომ შენარჩულებულია ბანკის სავალუტო რეზერვების ადექვატური დონე - 3 000 000 000 ამერიკული დოლარი, რაც უმართავი ინფლაციური პროცესების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

ამის მიუხედავად, ბოლო ერთი თვის მანძილზე, დაახლოებით, 4-დან 8 თეთრის ფარგლებში, საქართველოში ყველა სახის სასწვავი გაძვირდა. საწვავის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „გალფის“ წარმომადგენელი ნინო ჯიბლაძე ამბობს

„საწვავი შემოგვაქვს უცხოეთიდან, ტრანზაქციები დოლარში ხორციელდება და ფასების აწევა გამოიწვია ლარის კურსის ცვლილებამ. ასევე არასტაბილურმა მდგომარეობამ საწვავის საერთაშორისო პლაცზე, სადაც აღმასვლის ტენდენცია იკვეთება.“

ფასების ზრდის ტენდენციის მიუხედავად, ჯერჯერობით, ფინანსთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი ვერ ხედავენ შერბილებული მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობას. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს

„თუ ლარის კურსის დაცემა ფასების ზრდაზე აისახა და ჩვენ დავინახეთ, რომ სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი ინფლაციური ზეწოლა, თუ ჩვენი მიზნობრივი ინფლაცია, რომელიც არის 5 პროცენტი დადგა საფრთხის ქვეშ, ამ შემთხვევაში დავიწყებთ პოლიტიკის გამკაცრებას, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყვველა ბერკეტს და ამ პროცესებს არ დავუშვებთ.“

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2013 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1,5 პროცენტი შეადგინა.

ბოსტნეულისა და ბაღჩეულის თითქმის 32 პროცენტიანმა გაძვირებამ, ასევე რძის, ყველისა და კვერცხის გაძვირებამ (1,7 პროცენტით). მთლიანად - სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე, ფასები 4,8 პროცენტით გაზარდა.

12,8 პროცენტით გაძვირებულმა მყარმა საწვავმა, თავის მხრივ, 1 პროცენტით გააძვირა საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია და ბუნებრივი აირის ჯგუფი (http://www.geostat.ge/cms/site_images/_files/georgian/price/CPI%20Press%20Release_12.2013_Geo.pdf)
XS
SM
MD
LG