ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპანტმა რუსეთმა ქართველი ექიმი უკანონო პატიმრობაში დატოვა


პროფესორი ვაჟა გაფრინდაშვილი
პროფესორი ვაჟა გაფრინდაშვილი

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა დღეს ქართველ ექიმს, პროფესორ ვაჟა გაფრინდაშვილს უკანონო პატიმრობა ერთი წლითა და 9 თვით გაუხანგრძლივა. საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების და ართროსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით გაასამართლეს, რაც „რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს“.

თამარ ლაფანაშვილი და ვაჟა გაფრინდაშვილი
თამარ ლაფანაშვილი და ვაჟა გაფრინდაშვილი

ე.წ „სასამართლოს“ სხდომა ოკუპირებულ ცხინვალში მედიისთვის დახურული იყო. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი გამოეხმაურა:

ვაჟა ისჯება მხოლოდ იმისთვის, რისიც სჯერა. მას არანაირი კრიმინალი ან დანაშაული არ ჩაუდენია. მისი გათავისუფლება ეს არის ღირსების საქმე, არამარტო ჩემთვის, მოქალაქეებისთვის, არამედ ჩვენი სახელმწიფოებისთვის, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომლის უპირველესი ვალი ადამიანების უფლებების დაცვაა. ბრძოლა გაგრძელდება.
თამარ ლაფანაშვილი, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილი მეუღლე


“ვაჟა ისჯება მხოლოდ იმისთვის, რისიც სჯერა. მას არანაირი კრიმინალი ან დანაშაული არ ჩაუდენია. მისი გათავისუფლება ეს არის ღირსების საქმე, არამარტო ჩემთვის, მოქალაქეებისთვის, არამედ ჩვენი სახელმწიფოებისთვის, ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, რომლის უპირველესი ვალი ადამიანების უფლებების დაცვაა. ბრძოლა გრძელდება. ჩვენ ვიბრძოლებთ რომ ექიმი უკანონო პატიმრობიდან დავიხსნათ“ - აღნიშნა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ.

რუსმა ოკუპანტებმა ცნობილი ექიმი 9 ნოემბერს, სოფელ მონასტერთან შეიპყრეს, გაფრინდაშვილმა საოკუპაციო ხაზი 60 წლის პედაგოგის თამარ გიგაურის დასახმარებლად გადაკვეთა, რომელიც ოკუირებული ახალგორის სოფლე იკოტში ჭაში ჩავარდა, პაციენტი მრავლობითი მოტეხილობებით კი საოკუპაციო რეჟიმმა თბილისის მიმართულებით არ გამოატარა.

რუსული საოკუპაციო რეჟიმის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ როგორც დაკითხვაზე, ისე ე.წ „სასამართლო“ „პროცესზე“ ვაჟა გაფრინდაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი როკის გვირაბთან და მდინარე ფსოუზე გადის, შესაბამისად, "ბრალს" - "რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დარღვევას" არ აღიარებს.

2008 წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინა, ცხინვალის და დრანდის ციხეებში „რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით, 3000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე მოხვდა. მათი უმრავლესობა უკანონო ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

პარალელურად იყო პატიმრობის უმძიმესი ფაქტები, როცა რუსულმა საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლება უკანონოდ ხანგრძლივი ვადით აღუკვეთა:

საქართველოს არმიის კაპრალი ზვიად კობალაძე რუსებმა 2008 წლის ოქტომბერში დაატყვევეს და 2,5 წლის შემდეგ, 2011 წლის თებერვალში გაათავისუფლეს; დავით კაპანაძე და დემურ ჭიღლაძე 2009 წლის თებერვალში გაიტაცეს და 2011 წლის თებერვალში გამოუშვეს; თითქმის ორი წელი ჰყავდათ დაჭერილი ავთანდილ ხაჩიძე (2010-12) და გიორგი გიუნაშვილი (2015-17)

პროქართული „სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის“ წარმომადგენელმა თეიმურაზ ჯერაპოვმა ცხინვალის ციხეში ოთხი წელი გაატარა (2010-2014), იგორ ფუხაევმა კი ორი წელი.

ყველაზე დიდი ხნით, თითქმის შვიდი წლის მანძილზე ახალგორის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი ჯემალ მიდელაშვილი იყო დატყვევებული, იგი 2009 წლის ნოემბერში შეიპყრეს და მისი გათავისუფლება მხოლოდ 2016 წლის მარტში მოხერხდა. საერთო ჯამში შვიდი წელი გაატარა დრანდის ციხეში საქართველოს მოქალაქე გიორგი ლუკავამაც, იგი 2017 წლის დეკემბერში გათავისუფლდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG