ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული თანხმობა და მოლოდინი


ქართული თანხმობა და მოლოდინი
ქართული თანხმობა და მოლოდინი

შეთანხმება, რომლითაც ორივე სახელმწიფო, საქართველოც და რუსეთიც სარგებელს ნახავს სამ დღეში ხელმოწერილი იქნება. ამის შესახებ წინასწარი შეთანხმება არსებობს. მოპალარაკების პროცესი, რომელსაც შვეიცარული მხარე უძღვებოდა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ 9 ნოემბერს ჟენევაში დასრულდება.

ეკონომიკის ექსპერტი ლადო პაპავა, რომელსაც ვკითხეთ იმის შესახებ, თუ რა რისკები შეიძლება არსებობდეს ქართული მხარისთვის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე დათანხმების გამო, საუბარი იმით დაიწყო, რომ რუსეთი ორგანიზაციის წევრი გახდებოდა საქართველოს თანხმობით, ან ამ თანხმობის გარეშე. ამიტომაც იგი დადებითად აფასებს ნაბიჯს, რომელიც ქართულმა მხარემ გადადგა შვეიცარელი შუამავლების დახმარებით.

ექსპერტები, რომლების დღეს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ საუბრობენ, ამბობენ იმასაც, რომ რეალ;ურად რა დოკუმენტზე უნდა მოხდეს ხელმოწერა, არ უნახავთ. მაგალითად, რუსული მხარე დღემდე არ საუბრობს იმის შესახებ, რომ შეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებას ითვალიწინებს საქართველო–რუსეთის საზღვარზე და იფარგლება იმის თქმით, რომ ტვირთების მოძრაობა ელექტრონული გზით გაკონტროლდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, რომელიც უშუალოდ ჩართულია მოლაპარაკების პროცესში, ჩვენთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეთანხმება ნამდვილად ითვალისწინებს საერთაშორისო დამკვირვებელთა განთავსებას საზღვარზე. „ეს საკითხი უშუალოდ შვეიცარულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს. მისივე გადასაწყვეტია ისიც, კონკრეტულად რამდენი ადამიანი ჩაერთვება მონიტორინგის პროცესში. საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად, ტვირთების კონტროლი ელექტრონული სისტემითაც მოხდება. დაკუმენტი შეთანხმების შესახებ კი ხელმოწერისთანავე გამოქვეყნდება,“– ამბობს სერგი კაპანაძე.

ლადო პაპავა აღნიშნავს იმასაც, რომ საერთაშორისო დამკვრივებლების არსებობის მომენტი საზღვარზე რუსეთის მიერ დე–ფაქტო რესპუბლიკების აღიარებას არასრულფასოვნების ბურუსში ხვევს.

რუსეთი, ისევე როგორც საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია იყოს მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის წევრი. რუსეთს ეს საკუთარი პრესტიჟისთვის და ვაჭრობის გაფართოებისთვის სურს, სხვებს კი რუსეთის საერთო წესების მოთამაშედ ქცევისთვის ეიმედებათ,– ამბობენ ექსპერტები.

XS
SM
MD
LG