ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო - ყველა ჩემი სამშობლოა საყვარელი საქართველო


ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო - ყველა ჩემი სამშობლოა საყვარელი საქართველო

"საქართველო მრავალწახნაგოვანი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების გზაჯვარადინზეა"" - აცხადებს ტარიელ ფუტკარაძე.

საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრმა პირველი სართაშორისო კონფერენცია გამართა.

ცენტრის ხელმძღვანელის ტარიელ ფუტკარაძის თქმით, საქართველო მრავალწახნაგოვანი გეოპოლიტიკური დაპირისპირებების გზაჯვარადინზეა. დაინტერესებული მხარეები ესწრაფვიან საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს თეორიული საფუძველი შეუქმნან და ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური ისტორია და აწმყო შესაბამისად წარმოაჩინონ. ამის მაგალითად გამოდგება ერთერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ქართული ენის საზღვარი მთავრდება სამტრედიაში.

ქართველოლოგიის ცენტრის მიზნების შესახებ ტარიელ ფუტკარაძე ამბობს :

” ბოლო წლებში შეიქმნა მსოფლიოს ენათა რეესტრი, რომლის ავტორია ცნობილი რუსი ენათმეცნიერი იური კორიაკოვი, რომელმაც არასწორად ასახა ქართული ენობრივი სამყარო ამ რუკაზე. მისი აზრით, ზემო სვანეთი თურმე სხვა ეთნიკური ჯგუფია, ქვემო სვანეთი სხვა ეთნიკური ჯგუფი, მეგრელი სხვა არის, ქართლელი სხვა, აჭარელი სხვა არის. სამტრედიაში გაავლო მან ქართული ენის საზღვარი, თითქოს ქართული ენა არ არსებობს სამეგრელოში, სვანეთში და ა.შ. ანუ ეს არის შეგნებული მცდელობა, რომ როგორც რუსული წყაროები იუწყებიან, რომ არის პატარა იმპერიაა საქართველო. სახაროვამდე ადრე ეს სხვებმაც თქვეს ,მათ სურთ მოხდეს ამ იდეოლოგიის მეცნიერული დასაბუთება. ჩვენ გვინდა, რომ აკადემიურად ეს არასწორი კვალიფიკაციები გავაანალიზოთ და სწორი, ობიექტური ინფიორმაცია მივაწოდოთ მსოფლიოს”.

აღნიშნულ მიდგომებთან დაკავშირებით, ქართული ენის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიოარქი ილია მეორე აცხადებს :

” საქართველოსთვის გარეშე ძალების მიერ თავსმოხვეული შიდა კონფლიქტები, რომელსაც არასწორად ეთნოკონფლიქტებსაც უწოდებენ, 200 წლის მანძილზე მტრული ძალების მიერ წარმოებული ინფორმაციული ომის შედეგიც არის. მავანნი დღესაც ცდილობენ შეუქმნან საერთაშორისო საზოგადოებას არასწორი წარმოდგენა, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის მხარე ისტორიულად არაქართული ტერიტორიებია. მსოფლიოში ვრცელდება რუკები და კვალიფიკაციები, თითქოს საქართველო აჭარლების, ლაზების, სვანების, მეგრელების, თუშების და სხვათა ხელოვნური გაერთიანებაა, თითქოს ყველას ჩვენ-ჩვენი ენა და კულტურა გვაქვს. აქედან სახელმწიფოს დაშლამდე ერთი ნაბიჯია... ეს არ უნდა დავუშვათ” - ნათქვამია კონფერენციის პრესრელიზში.

კოლხური კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე ამბობს:

”თურქეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, თურქეთში არსებულ რელიგიურ გაერთიანებებს დაუბრუნოს ეკლესია-მონასტრები. სამწუხაროდ , ამ ნუსხაში არ მოხვდა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია. ამის გამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა წერილობით თურქეთის ხელისუფლებას, რათა ეს კანონი, რომელიც შეეხო ყველა რელიგიურ უმცირესობებს, გარდა ჩვენი ეკლესიისა, ეს კანონი გავრცელებულიყო საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზეც. ამის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი ერთი თვის წინ თურქეთში ბრძანდებოდა მსოფლიოს პატრიარქის მიწვევით და იქ ყოფნის პერიოდში უკვე სიტყვიერად ხელმეორედ სთხოვა თურქეთის ხელისუფლებას ჩვენი ეკლესიის მიერ დაყენებულ საკითხზე პასუხის გაცემა. სამწუხაროდ, დღემდე ეს საკითხი ღიად რჩება და დღემდე მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სტატუსი და ეკლესია-მონასტრების საკუთრების საკითხი არის გაურკვეველი თურქეთის სახელმწიფოში”.

გიორგი ანდრიაძის თქმით, ქართულმა უნივერსიტეტმა კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით უცხოეთში მცხოვრებ ისტორიული ქართული დიასპორისთვის კონკურსი გამოაცხადა:

” ესენი არიან ლაზები, გურჯები, ჰერები და ფერეიდნელები. მათ უნდა დაწერონ მინიმუმ 10-გვერდიანი ნაწარმოები სათაურით ”ესსე საქართველოზე". კონკურსის მონაწილეებმა უნდა ჩააბარონ თავიანთი ნაწერები ქართულ უნივერსიტეტში 21 მაისამდე. გამარჯვებულთა დაჯილდოვება მოხდება 26 მაისს. ნაწარმოები უნდა დაიწეროს იმ ქვეყნის ენაზე , რომლის მოქალაქეები ისინი არიან და ქართულ ენაზე”.

კონკურსში გამარჯვებულთათვის საპატრიარქომ პრემიემი დააწესა.

XS
SM
MD
LG