ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღარიბაშვილი გერმანიაში ვიზიტს აფასებს


საქართველოს პრემიერმა მერკელს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

„ძალზე ვაფასებთ, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მივიღეთ კანცლერ მერკელის მხარდაჭერა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში, უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი საქართველო-გერმანიის ტრადიციული ურთიერთობის კონტექსტში დიდ მნიშვნელობას იძენს. მან ასევე ისაუბრა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ.

ანგელა მერკელის თქმით, გერმანელები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ საქართველო გააცნონ მთელ მსოფლიოს, როგორც „კარგი ადგილი ინვესტიციებისთვის“. გერმანიის კანცლერმა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები წარმატებულად შეაფასა და განაცხადა, რომ ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, უნდა გაძლიერდეს ეკონომიკური ურთიერთობები და წახალისდნენ გერმანელი მწარმოებლები, რომლებიც საქართველოში ინვესტირებას გეგმავენ.
XS
SM
MD
LG